მატიანე — წიგნი პირველი 5:1—26

  • რეუბენის შთამომავლები (1—10).

  • გადის შთამომავლები (11—17).

  • აგრელების დამარცხება (18—22).

  • მენაშეს ტომის ნახევარი (23—26).

5  ეს არის ისრაელის პირმშოს, რეუბენის,+ ვაჟების ჩამონათვალი (ის პირმშო იყო, მაგრამ მამამისის სარეცლის შებღალვის+ გამო პირმშოობის უფლება ისრაელის ვაჟის, იოსების, ვაჟებს გადაეცათ;+ ამიტომ ის არ შევიდა საგვარეულო ნუსხაში, როგორც პირმშო.  მართალია, იუდა+ თავის ძმებში გამორჩეული იყო და წინამძღოლიც მის ხაზში+ მოვიდა, მაგრამ პირმშოობა იოსებს ეკუთვნოდა);  ისრაელის პირმშოს, რეუბენის, ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.+  იოელის შთამომავლები იყვნენ: მისი ვაჟი შემაია, მისი ვაჟი გოგი, მისი ვაჟი შიმეი,  მისი ვაჟი მიქა, მისი ვაჟი რეაია, მისი ვაჟი ბაალი  და მისი ვაჟი ბეერაჰი, რომელიც ასურეთის მეფე თილგათ-ფილნესერმა*+ გადაასახლა. ის რეუბენელთა თავკაცი იყო.  მისი ძმები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით შევიდნენ საგვარტომო ნუსხაში: თავკაცი იეიელი, ზაქარია  და ბელა, აზაზის ძე, შემას ძე, იოელის ძე, რომლის სახლეულობაც მკვიდრობდა აროერიდან+ მოყოლებული ნებომდე და ბაალ-მეონამდე.+  აღმოსავლეთით ისინი დასახლდნენ უდაბნომდე, მდინარე ევფრატთან+ რომ არის, რადგან გაუმრავლდათ ცხვარ-ძროხა გალაადის მიწაზე.+ 10  საულის დროს ისინი ეომებოდნენ აგრელებს, რომლებიც დამარცხდნენ მათთან. დასახლდნენ ისინი მათ კარვებში მთელ იმ მიწაზე, გალაადის აღმოსავლეთით. 11  გადის შთამომავლები მათ მეზობლად სახლობდნენ ბაშანის მიწაზე, სალქამდე.+ 12  ბაშანში იოელი იყო თავკაცი, მეორე კაცი კი — შაფამი; იანაი და შაფატიც წინამძღოლები იყვნენ. 13  მათი მოძმენი, რომლებიც მათ შტოებს ეკუთვნოდნენ, იყვნენ: მიქაელი, მეშულამი, შება, იორაი, იაქანი, ზია და ებერი — შვიდნი. 14  ესენი იყვნენ ვაჟები აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროხის ძისა, გალაადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა. 15  მათი შტოს თავკაცი იყო ახი, გუნის ძის, აბდიელის, ძე. 16  ისინი ცხოვრობდნენ გალაადში,+ ბაშანში,+ მათ მიმდებარე ქალაქებში და შარონის მთელ საძოვრებზე. 17  ისინი შტოების მიხედვით აღირიცხნენ იუდას მეფე იოთამის+ დროს და ისრაელის მეფე იერობოამის+ დროს. 18  რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს ტომის ნახევარს 44 760 მამაცი მეომარი ჰყავდათ, რომლებიც ფარით, მახვილითა და მშვილდით იყვნენ შეიარაღებულნი და საბრძოლოდ იყვნენ გაწვრთნილნი. 19  ისინი აგრელებს,+ იეტურელებს, ნაფიშელებსა+ და ნოდაბელებს ებრძოდნენ. 20  ღმერთი დაეხმარა მათ ბრძოლაში და ხელში ჩაიგდეს აგრელები და მათთან მყოფნი, რადგან შველა ღმერთს სთხოვეს. მანაც ისმინა მათი ვედრება, რადგან მიენდნენ მას.+ 21  წაასხეს მათი პირუტყვი — 50 000 აქლემი, 250 000 ცხვარი, 2 000 ვირი და დაატყვევეს 100 000 კაცი. 22  მტრები მრავლად დახოცეს, რადგან ღმერთი იბრძოდა მათთვის.+ გადასახლებამდე მათ მიწაზე ცხოვრობდნენ ისინი.+ 23  მენაშეს ტომის ნახევარი+ მკვიდრობდა მიწაზე, რომელიც ბაშანიდან ბაალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე+ იყო გადაჭიმული. ისინი მრავალრიცხოვანნი იყვნენ. 24  მათი შტოების თავკაცები იყვნენ: ეფერი, იში, ელიელი, აზრიელი, იერემია, ჰოდავია და იახდიელი. ისინი ძლიერი მებრძოლები, სახელოვანი კაცები და თავ-თავიანთი შტოების თავკაცები იყვნენ. 25  მათ უორგულეს თავიანთი მამა-პაპის ღმერთს და თაყვანს სცემდნენ ღმერთებს*, რომლებსაც იმ მიწაზე მცხოვრები ხალხები ეთაყვანებოდნენ,+ მათ თვალწინ რომ მოსპო ღმერთმა. 26  ბოლოს ისრაელის ღმერთმა აღძრა ასურეთის მეფე+ ფული, იგივე თილგათ-ფილნესერი,+ და მანაც გადაასახლა რეუბენელები, გადელები და მენაშეს ტომის ნახევარი; ჩაასახლა ხალახში, ხაბორში, ჰარაში და მდინარე გოზანთან,+ სადაც დღემდე ცხოვრობენ.

სქოლიოები

იგივე ტიგლათფილესერი.
სიტყვასიტყვით — „გარყვნილებას სჩადიოდნენ ღმერთებთან“.