მატიანე — წიგნი პირველი 6:1—81
6 ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშონი, კეჰათი+ და მერარი.+
2 კეჰათის ვაჟები იყვნენ: ამრამი, იცჰარი,+ ხებრონი და უზიელი.+
3 ამრამის+ შვილები იყვნენ: აარონი,+ მოსე+ და მირიამი.+ აარონის ვაჟები იყვნენ: ნადაბი, აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+
4 ელეაზარს შეეძინა ფინხასი,+ ფინხასს — აბიშუა,
5 აბიშუას — ბუკი, ბუკს — უზი,
6 უზის — ზერახია, ზერახიას — მერაიოთი,
7 მერაიოთს — ამარია, ამარიას — ახიტუბი,+
8 ახიტუბს — ცადოკი,+ ცადოკს — ახიმააცი,+
9 ახიმააცს — აზარია, აზარიას — იოხანანი,
10 იოხანანს — აზარია. ის მღვდლად მსახურობდა იერუსალიმში, სოლომონის მიერ აგებულ ტაძარში.
11 აზარიას შეეძინა ამარია, ამარიას — ახიტუბი,
12 ახიტუბს — ცადოკი,+ ცადოკს — შალუმი,
13 შალუმს — ხილკია,+ ხილკიას — აზარია,
14 აზარიას — სერაია,+ სერაიას — იეჰოცადაკი.+
15 იეჰოცადაკი მაშინ გადაასახლეს, როცა იეჰოვამ ნაბუქოდონოსორს იუდა და იერუსალიმი ააყრევინა და გადაასახლებინა.
16 ლევის ვაჟები იყვნენ: გერშომი*, კეჰათი და მერარი.
17 გერშომის ვაჟებს ერქვათ ლიბნი და შიმეი.+
18 კეჰათის ვაჟები იყვნენ: ამრამი, იცჰარი, ხებრონი და უზიელი.+
19 მერარის ვაჟები იყვნენ: მახლი და მუში.
აი ლევიანების შტოთა მამამთავრები:+
20 გერშომის+ ძე იყო ლიბნი, ლიბნის ძე — იახათი, იახათის ძე — ზიმა,
21 ზიმას ძე — იოახი, იოახის ძე — იდო, იდოს ძე — ზერახი, ზერახის ძე — იეათრაი.
22 კეჰათის ძე იყო ამინადაბი, ამინადაბის ძე — კორახი,+ კორახის ძე — ასირი,
23 ასირის ძე — ელკანა, ელკანას ძე — ებიასაფი,+ ებიასაფის ძე — ასირი,
24 ასირის ძე — თახათი, თახათის ძე — ურიელი, ურიელის ძე — უზია, უზიას ძე — შაული.
25 ელკანას ძეები იყვნენ: ამასაი და ახიმოთი.
26 სხვა ელკანას ძე იყო ცოფაი, ცოფაის ძე — ნახათი,
27 ნახათის ძე — ელიაბი, ელიაბის ძე — იეროხამი და იეროხამის ძე — ელკანა.+
28 სამუელის+ ვაჟები იყვნენ: იოელი, რომელიც მისი პირმშო იყო, და მეორე — აბია.+
29 მერარის ვაჟი იყო მახლი,+ მახლის ძე — ლიბნი, ლიბნის ძე — შიმეი, შიმეის ძე — უზა,
30 უზას ძე — შიმეა, შიმეას ძე — ხაგია და მისი ძე — ასაია.
31 აი მათი ჩამონათვალი, ვინც დავითმა დააყენა მგალობელთა ხელმძღვანელებად იეჰოვას კარავში მას შემდეგ, რაც იქ კიდობანი დადგეს+
32 (ისინი მსახურობდნენ მგალობლებად შეხვედრის კარვის წინ, სანამ სოლომონი ტაძარს აუშენებდა იეჰოვას იერუსალიმში;+ ისინი თავიანთი წესისა და რიგისამებრ მსახურობდნენ);+
33 აი ისინი, ვინც მსახურობდნენ თავიანთ ვაჟებთან ერთად: კეჰათელთაგან მგალობელი ჰემანი,+ იოელის+ ძე, სამუელის ძე,
34 ელკანას+ ძე, იეროხამის ძე, ელიელის ძე, თოახის ძე,
35 ცუფის ძე, ელკანას ძე, მახათის ძე, ამასაის ძე,
36 ელკანას ძე, იოელის ძე, აზარიას ძე, ცეფანიას ძე,
37 თახათის ძე, ასირის ძე, ებიასაფის ძე, კორახის ძე,
38 იცჰარის ძე, კეჰათის ძე, ლევის ძე, ისრაელის ძე.
39 მისი მოძმე ასაფი,+ რომელიც მსახურების დროს მის მარჯვნივ იდგა, იყო ბერექიას ძე, შიმეას ძე,
40 მიქაელის ძე, ბაასეას ძე, მალქიას ძე,
41 ეთნის ძე, ზერახის ძე, ადაიას ძე,
42 ეთანის ძე, ზიმას ძე, შიმეის ძე,
43 იახათის ძე, გერშომის ძე, ლევის ძე.
44 მათი მოძმე მერარელები+ მათ მარცხნივ იდგნენ. მათგან იყო ეთანი,+ კიშის ძე, აბდის ძე, მალუქის ძე,
45 ხაშაბიას ძე, ამაციას ძე, ხილკიას ძე,
46 ამცის ძე, ბანის ძე, შემერის ძე,
47 მახლის ძე, მუშის ძე, მერარის ძე, ლევის ძე.
48 მათი მოძმეები, სხვა ლევიანები, დაყენებულნი იყვნენ ღვთის კარავში ყველანაირი მსახურების შესასრულებლად.+
49 აარონი და მისი ძეები+ დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე მსხვერპლს სწირავდნენ,+ რომ აებოლებინათ ის, და საკმეველს აკმევდნენ საკმევლის სამსხვერპლოზე,+ უწმინდეს მსახურებას ასრულებდნენ ისრაელისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად+ ღვთის მსახურის, მოსეს, ბრძანებისამებრ.
50 აარონის ძე+ იყო ელეაზარი,+ ელეაზარის ძე — ფინხასი, ფინხასის ძე — აბიშუა,
51 აბიშუას ძე — ბუკი, ბუკის ძე — უზი, უზის ძე — ზერახია,
52 ზერახიას ძე — მერაიოთი, მერაიოთის ძე — ამარია, ამარიას ძე — ახიტუბი,+
53 ახიტუბის ძე — ცადოკი,+ ცადოკის ძე — ახიმააცი.
54 აი მათი დასახლებები, მათი ბანაკები, თავიანთ მიწაზე: აარონის შთამომავლებს, რომლებიც კეჰათელთა შტოს ეკუთვნოდნენ და რომლებსაც პირველი წილი ერგოთ,
55 მისცეს ხებრონი+ იუდას მიწაზე თავისი საძოვრებით;
56 მაგრამ ქალაქის ველ-მინდვრები და მიმდებარე დასახლებები ქალებ იეფუნეს ძეს+ მისცეს.
57 აარონის შთამომავლებს თავშესაფარ ქალაქად მისცეს+ ხებრონი,+ აგრეთვე ლიბნა+ თავისი საძოვრებით, იათირი,+ ეშთემოა თავისი საძოვრებით,+
58 ხილენი თავისი საძოვრებით, დებირი+ თავისი საძოვრებით,
59 აშანი+ თავისი საძოვრებით და ბეთ-შემეში+ თავისი საძოვრებით.
60 ბენიამინის ტომის სამკვიდროში მისცეს: გება+ თავისი საძოვრებით, ალემეთი თავისი საძოვრებით და ანათოთი+ თავისი საძოვრებით. სულ 13 ქალაქი მისცეს მათ შტოებს.+
61 დანარჩენ კეჰათელებს წილისყრით 10 ქალაქი ერგოთ მენაშეს ტომის ნახევრისა და სხვა ტომების სამკვიდროებში.+
62 გერშომელებს შტოების მიხედვით წილისყრით 13 ქალაქი არგუნეს ისაქარის, აშერისა და ნაფთალის ტომების სამკვიდროებში, აგრეთვე ბაშანში, მენაშეს ტომის სამკვიდროში.+
63 მერარელებს შტოების მიხედვით წილისყრით 12 ქალაქი არგუნეს რეუბენის, გადისა და ზებულონის ტომების სამკვიდროებში.+
64 ეს ქალაქები მისცეს ისრაელებმა ლევიანებს საძოვრებით.+
65 მათ იუდას, სიმონისა და ბენიამინის ტომების სამკვიდროებშიც მისცეს წილისყრით ქალაქები, რომლებიც აქ სახელებითაა მოხსენიებული.
66 კეჰათელთა ზოგიერთ შტოს ეფრემის ტომის სამკვიდროშიც ჰქონდა ქალაქები.+
67 თავშესაფარ ქალაქად მისცეს მათ შექემი+ თავისი საძოვრებით ეფრემის მთიან მხარეში, გარდა ამისა, გეზერი+ თავისი საძოვრებით,
68 იოკმეამი თავისი საძოვრებით, ბეთ-ხორონი+ თავისი საძოვრებით,
69 აიალონი+ თავისი საძოვრებით და გათ-რიმონი+ თავისი საძოვრებით.
70 მენაშეს ტომის ნახევრის სამკვიდროში კეჰათელთა დანარჩენ შტოებს მისცეს ანერი თავისი საძოვრებით და ბილამი თავისი საძოვრებით.
71 გერშომელებს მენაშეს ტომის ნახევრის სამკვიდროში, ბაშანში, მისცეს გოლანი+ თავისი საძოვრებით და აშთაროთი თავისი საძოვრებით.+
72 ისაქარის ტომის სამკვიდროში მისცეს: კედეში თავისი საძოვრებით, დაბერათი+ თავისი საძოვრებით,+
73 რამოთი თავისი საძოვრებით და ანემი თავისი საძოვრებით.
74 აშერის ტომის სამკვიდროში მისცეს: მაშალი თავისი საძოვრებით, აბდონი თავისი საძოვრებით,+
75 ხუკოკი თავისი საძოვრებით და რეხობი+ თავისი საძოვრებით.
76 ნაფთალის ტომის სამკვიდროში მისცეს: გალილეის+ კედეში+ თავისი საძოვრებით, ხამონი თავისი საძოვრებით და კირიათაიმი თავისი საძოვრებით.
77 დანარჩენ მერარელებს ზებულონის ტომის+ სამკვიდროში მისცეს რიმონო თავისი საძოვრებით და თაბორი თავისი საძოვრებით.
78 იორდანის მხარეში, იერიხონთან, იორდანის აღმოსავლეთით, რეუბენის ტომის სამკვიდროში მისცეს: უდაბნოში ბეცერი თავისი საძოვრებით, იაჰაცი+ თავისი საძოვრებით,
79 კედემოთი+ თავისი საძოვრებით და მეფაათი თავისი საძოვრებით.
80 გადის ტომის სამკვიდროში მისცეს: გალაადის რამოთი თავისი საძოვრებით, მახანაიმი+ თავისი საძოვრებით,
81 ხეშბონი+ თავისი საძოვრებით და იაზერი+ თავისი საძოვრებით.
სქოლიოები
^ იგივე გერშონი (1 მტ. 6:1).