მატიანე — წიგნი პირველი 8:1—40
8 ბენიამინს+ შეეძინა: ბელა,+ რომელიც მისი პირმშო იყო, მეორე — აშბელი,+ მესამე — ახარახი,
2 მეოთხე — ნოხა და მეხუთე — რაფა.
3 ბელას ვაჟები იყვნენ: ადარი, გერა,+ აბიჰუდი,
4 აბიშუა, ნაამანი, ახოახი,
5 გერა, შეფუფანი და ხურამი.
6 აი, ეჰუდის ვაჟები, გებაში+ მცხოვრებ შტოთა თავკაცები, რომლებიც მანახათში გადაასახლეს:
7 ნაამანი, ახია და გერა. გერა წინ მიუძღოდა გადასახლებაში წასულთ. მას შეეძინა უზა და ახიხუდი.
8 შახარაიმს შეეძინა შვილები მოაბელთა მიწაზე, მას შემდეგ, რაც გაყარა ისინი; მისი ცოლები იყვნენ ხუშიმი და ბაარა.*
9 თავისი ცოლისგან, ხოდეშისგან, მას შეეძინა: იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი,
10 იეუცი, საქია და მირმა. ესენი იყვნენ მისი ვაჟები, შტოთა თავკაცები.
11 ხუშიმისგან მას შეეძინა აბიტუბი და ელფაალი.
12 ელფაალის ვაჟები იყვნენ: ებერი, მიშამი, შემედი (მან ააშენა ონო+ და ლოდი+ მიმდებარე ქალაქებით),
13 ბერია და შემა. ისინი იყვნენ აიალონში+ მცხოვრებ შტოთა თავკაცები. მათ განდევნეს გათელები.
14 ახიო, შაშაკი, იერემოთი,
15 ზებადია, არადი, ედერი,
16 მიქაელი, იშფა და იოხა იყვნენ ბერიას შთამომავლები;
17 ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხებერი,
18 იშმერაი, იზლია და იობაბი — ელფაალის შთამომავლები;
19 იაკიმი, ზიქრი, ზაბდი,
20 ელიენაი, ცილეთაი, ელიელი,
21 ადაია, ბერაია და შიმრათი — შიმეის შთამომავლები;
22 იშფანი, ებერი, ელიელი,
23 აბდონი, ზიქრი, ხანანი,
24 ხანანია, ელამი, ანთოთია,
25 იფდეია და ფენუელი — შაშაკის შთამომავლები;
26 შამშერაი, შეხარია, ათალია,
27 იაარეშია, ელია და ზიქრი — იეროხამის შთამომავლები;
28 ესენი ყველანი საგვარტომო ნუსხებში შტოთა თავკაცებად იყვნენ მოხსენიებულნი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
29 გაბაონის მამამთავარი იეიელი გაბაონში+ ცხოვრობდა. მის ცოლს მააქა ერქვა.+
30 მისი პირმშო იყო აბდონი; შემდეგ მას შეეძინა: ცური, კიში, ბაალი, ნადაბი,
31 გედორი, ახიო და ზაქერი.
32 მიკლოთს შეეძინა შიმეა. ისინი თავიანთი ნათესავების მახლობლად სხვა მოძმეებთან ერთად იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
33 ნერს+ შეეძინა კიში, კიშს — საული,+ საულს — იონათანი,+ მალქი-შუა,+ აბინადაბი+ და ეშბაალი*.+
34 იონათანის ვაჟი იყო მერიბ-ბაალი*.+ მერიბ-ბაალს შეეძინა მიქა.+
35 მიქას ვაჟები იყვნენ: ფითონი, მელექი, თარეა და ახაზი.
36 ახაზს შეეძინა იეჰოადა, იეჰოადას — ალემეთი, აზმავეთი და ზიმრი, ზიმრის — მოცა,
37 მოცას — ბინეა, ბინეას — რაფაჰი, რაფაჰს — ელეასა და ელეასას — აცელი.
38 აცელს ჰყავდა ექვსი ვაჟი. მათ ერქვათ: აზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეარია, ობადია და ხანანი. ისინი ყველანი აცელის ვაჟები იყვნენ.
39 მისი ძმის, ეშეკის, ვაჟები იყვნენ: ულამი, რომელიც მისი პირმშო იყო, მეორე — იეუში და მესამე — ელიფელეტი.
40 ულამის ძეები მამაცი მეომრები, მშვილდოსნები, იყვნენ. მათ ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავდათ — მათი რიცხვი 150-ს ითვლიდა. ესენი ყველანი ბენიამინის შთამომავლები იყვნენ.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „მას შემდეგ, რაც გაყარა თავისი ცოლები, ხუშიმი და ბაარა“.
^ იგივე იშ-ბოშეთი.
^ იგივე მეფიბოშეთი.