მატიანე — წიგნი პირველი 9:1—44

  • გადასახლებიდან დაბრუნებულთა საგვარეულო ნუსხები (1—34).

  • საულის საგვარეულო ნუსხა (35—44).

9  მთელი ისრაელი შტოთა მიხედვით იყო აღრიცხული და ყველაფერი ისრაელის მეფეთა მატიანეში იყო ჩაწერილი. იუდას მკვიდრნი ორგულობის გამო ბაბილონში იყვნენ გადასახლებულნი.+  თავიანთ სამკვიდროს, თავიანთ ქალაქებს, თავდაპირველად ებრაელთა ნაწილი დაუბრუნდა. მათთან ერთად დაბრუნდნენ მღვდლები, ლევიანები და ტაძრის მსახურნიც*.+  იუდას,+ ბენიამინის,+ ეფრემისა და მენაშეს შთამომავლების ნაწილი იერუსალიმში დასახლდა:  იუდას ძის ფერეცის+ შთამომავალთაგან — უთაი, რომელიც იყო ამიჰუდის ძე, ომრის ძე, იმრის ძე, ბანის ძე;  შილოელთაგან* — პირმშო ასაია და მისი ვაჟები;  ზერახელთაგან+ — იეუელი და მათი მოძმე 690 კაცი.  ბენიამინის შთამომავალთაგან — სალუ, რომელიც იყო მეშულამის ძე, ჰოდავიას ძე, ჰასენუას ძე,  აგრეთვე იეროხამის ძე იბნეია, ელაჰი, რომელიც იყო უზის ძე, მიქრის ძე, და მეშულამი, რომელიც იყო შეფატიას ძე, რეუელის ძე, იბნიას ძე.  მათი მოძმეების რიცხვი საგვარტომო ნუსხის მიხედვით 956 იყო. ეს კაცები თავიანთი მამა-პაპის შტოების თავკაცები იყვნენ. 10  მღვდელთაგან იყვნენ: იედაია, იეჰოიარიბი, იაქინი,+ 11  აზარია, რომელიც იყო ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე და ღვთის ტაძრის წინამძღოლ ახიტუბის ძე, 12  აგრეთვე ადაია, რომელიც იყო იეროხამის ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე, გარდა ამისა, მაასაი, რომელიც იყო ადიელის ძე, იახზერას ძე, მეშულამის ძე, მეშილემითის ძე, იმერის ძე, 13  და მათი მოძმეები, თავიანთი მამა-პაპის შტოების თავკაცები, 1 760 მარჯვე კაცი, ღვთის ტაძარში მსახურების შესასრულებლად. 14  ლევიანთაგან იყვნენ: მერარის შთამომავალი შემაია,+ რომელიც იყო ხაშუბის ძე, აზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, 15  ამასთანავე, ბაკბაკარი, ხერეში, გალალი და მათანია, რომელიც იყო მიქას ძე, ზიქრის ძე, ასაფის ძე, 16  აგრეთვე ობადია, რომელიც იყო შემაიას ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე და ბერექია, რომელიც იყო ასას ძე, ელკანას ძე და ცხოვრობდა ნეტოფელთა+ ერთ-ერთ დასახლებაში. 17  კარიბჭის მცველები+ იყვნენ: შალუმი, აკუბი, თალმონი და ახიმანი. მათი ძმა შალუმი, რომელიც თავკაცი იყო, 18  ადრე მეფის კარიბჭესთან იდგა, აღმოსავლეთით.+ ისინი კარიბჭის მცველები იყვნენ ლევიანთა ბანაკებში. 19  შალუმი, რომელიც იყო კორეს ძე, ებიასაფის ძე, კორახის ძე, და მისი მოძმენი თავისივე შტოდან, კორახის შთამომავლები, იმ საქმეს ზედამხედველობდნენ, რაც დავალებული ჰქონდათ როგორც კარვის მცველებს; მათ წინაპრებს იეჰოვას ბანაკის მეთვალყურეობა, მისი შესასვლელის დაცვა, ევალებოდათ. 20  წარსულში მათი წინამძღოლი ელეაზარის+ ვაჟი ფინხასი+ იყო; იეჰოვა იყო მასთან. 21  ზაქარია,+ მეშელემიას ძე, შეხვედრის კარვის შესასვლელის მცველი იყო. 22  კარიბჭის მცველებად მთლიანობაში 212 კაცი ამოირჩა. ისინი იმ ადგილებში დასახლდნენ, რომლებიც საგვარტომო ნუსხების მიხედვით ეკუთვნოდათ.+ ეს საპასუხისმგებლო საქმე დავითმა და წინასწარმხილველმა+ სამუელმა მათ მამა-პაპას მიანდეს. 23  ისინი და მათი ძეები იეჰოვას სახლის ანუ კარვის კარიბჭეებს დარაჯობდნენ.+ 24  კარიბჭის მცველები ოთხ მხარეს იდგნენ — აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით.+ 25  დროდადრო მათი მოძმეები თავიანთი დასახლებებიდან შვიდი დღით უნდა მისულიყვნენ და მათთან ერთად ემსახურათ. 26  კარიბჭის ოთხ უფროს მცველს, რომლებიც ლევიანები იყვნენ, საპასუხისმგებლო საქმე ჰქონდა მინდობილი — ისინი ღვთის ტაძრის ოთახებსა* და საგანძურს მეთვალყურეობდნენ,+ 27  ღვთის სახლის გარშემო მთელი ღამე თავიანთ სადარაჯო ადგილებზე იდგნენ; მათ ებარათ გასაღები და ყოველ დილით აღებდნენ ტაძრის კარებს. 28  ზოგ მათგანს ჩაბარებული ჰქონდა წმინდა მსახურებისთვის განკუთვნილი ნივთები,+ რომლებიც თვლით შეჰქონდათ და თვლითვე გამოჰქონდათ. 29  ზოგსაც ჩაბარებული ჰქონდა სხვა ნივთები, მათ შორის წმინდა ნივთები,+ აგრეთვე წმინდად დაფქული ფქვილი,+ ღვინო,+ ზეთი,+ გუნდრუკი+ და ბალზამის ზეთი.+ 30  ზოგიერთი სამღვდელო შტოდან ბალზამის ზეთისგან ნელსაცხებელს ამზადებდა. 31  ლევიანთაგან კორახელი შალუმის პირმშოს, მათითიას, ტაფებზე ცხობის საქმე ჰქონდა მინდობილი.+ 32  მათ მოძმე სხვა კეჰათელებს წარსადგენი პურის+ მომზადება ევალებოდათ შაბათობით.+ 33  ისინი იყვნენ მგალობლები, ლევიანთა შტოების თავკაცები, რომელთაც დღედაღამ ტაძრის ოთახებში მსახურება ევალებოდათ, რის გამოც სხვა მოვალეობებისგან თავისუფლდებოდნენ. 34  ესენი ყველანი საგვარტომო ნუსხებში ლევიანთა შტოების თავკაცებად იყვნენ მოხსენიებულნი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ. 35  გაბაონის მამამთავარი იეიელი გაბაონში+ ცხოვრობდა. მის ცოლს მააქა ერქვა. 36  მისი პირმშო იყო აბდონი; შემდეგ მას შეეძინა: ცური, კიში, ბაალი, ნერი, ნადაბი, 37  გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი. 38  მიკლოთს შეეძინა შიმეამი. ისინი თავიანთი ნათესავების მახლობლად სხვა მოძმეებთან ერთად იერუსალიმში ცხოვრობდნენ. 39  ნერს+ შეეძინა კიში, კიშს — საული,+ საულს — იონათანი,+ მალქი-შუა,+ აბინადაბი+ და ეშბაალი. 40  იონათანის ვაჟი იყო მერიბ-ბაალი.+ მერიბ-ბაალს შეეძინა მიქა.+ 41  მიქას ვაჟები იყვნენ: ფითონი, მელექი, თახრეა და ახაზი. 42  ახაზს შეეძინა იარა, იარას — ალემეთი, აზმავეთი და ზიმრი, ზიმრის — მოცა, 43  მოცას — ბინეა, ბინეას — რეფაია, რეფაიას — ელეასა და ელეასას — აცელი. 44  აცელს ჰყავდა ექვსი ვაჟი. მათ ერქვათ: აზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეარია, ობადია და ხანანი. ისინი აცელის ვაჟები იყვნენ.

სქოლიოები

ებრ. „ნეთინიმ“, ნიშნავს „გადაცემულებს“.
იგულისხმებიან არა შილოს მკვიდრნი, არამედ იუდას მესამე ვაჟის, შელას, შთამომავლები. იხ. დბ. 46:12.
სხვაგვარად — „სასადილო ოთახებს“.