პეტრეს პირველი წერილი 3:1—22
3 ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს,+ რათა, თუ ისინი სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი თქვენი საქციელით,+
2 როცა დაინახავენ თქვენს კარგ საქმეებს+ და მათდამი გამოვლენილ დიდ პატივისცემას.
3 თქვენ ის კი არ უნდა გამკობდეთ, რაც გარეგნულად ჩანს, ვარცხნილობა, ოქროს სამკაულები+ ან ძვირფასი სამოსელი,
4 არამედ შინაგანი პიროვნება, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით,+ ღვთის თვალში უძვირფასესი, უხრწნელი სამოსლით.
5 ღვთის მოიმედე ერთგული ქალები წინათაც ასე იმკობდნენ თავს და ქმრებს ემორჩილებოდნენ.
6 სარაც ხომ ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს უწოდებდა!+ თუკი კარგს აკეთებთ და არაფერს უშინდებით, თქვენც სარას შვილები გამოდიხართ.+
7 თქვენც, ქმრებო, მიღებული ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება. პატივი ეცით მათ,+ როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ, რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ წყალობის — სიცოცხლის — მემკვიდრეები.+
8 ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი,+ გულისხმიერნი,+ ძმათმოყვარენი, თანამგრძნობნი და თავმდაბალნი.+
9 ავისმქნელს სამაგიეროს ნუ გადაუხდით,+ შეურაცხმყოფელს შეურაცხყოფით ნუ უპასუხებთ;+ პირიქით, დალოცეთ ისინი,+ რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, და კურთხეულნიც იქნებით.
10 დაწერილია: „ვისაც სურს, სიცოცხლით გაიხაროს და ბედნიერი დღეები იხილოს, ენა ცუდის თქმისგან შეაკავოს+ და ბაგე — მზაკვრული ლაპარაკისგან,
11 ზურგი აქციოს ბოროტებას+ და სიკეთე აკეთოს,+ მშვიდობა ეძიოს და მისკენ ისწრაფოს,+
12 რადგან იეჰოვას* თვალი მართლებისკენ აქვს მიპყრობილი და ყური — მათი ვედრებისკენ,+ ავისმქნელთ კი უარყოფს იეჰოვა*“.+
13 თუ კარგის საკეთებლად იქნებით მოწადინებულნი, ვინ რას დაგიშავებთ?!+
14 მაგრამ, რომც დაიტანჯოთ სიმართლის გამო, მაინც ბედნიერები იქნებით.+ ნუ შეგეშინდებათ იმის, რისიც სხვებს ეშინიათ*, და ნუ აფორიაქდებით.+
15 წმინდა იყოს თქვენთვის ქრისტე როგორც უფალი და ყოველთვის მზად იყავით, რომ პასუხი გასცეთ მათ, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად+ და პატივისცემით+ გააკეთეთ.
16 შეინარჩუნეთ სუფთა სინდისი,+ რათა თქვენმა მაძაგებლებმა დაინახონ თქვენი, როგორც ქრისტეს მიმდევრების, კარგი საქციელი+ და შერცხვნენ.+
17 უმჯობესია, კარგის კეთების გამო იტანჯოთ,+ თუ ეს ღვთის ნებაა, ვიდრე ბოროტების ჩადენის გამო.+
18 ქრისტეც ხომ მოკვდა* ცოდვების გამო,+ მართალი უმართლოთა გამო,+ რათა ღმერთთან შეერიგებინეთ!+ იგი ხორციელ სხეულში მოკლეს,+ მაგრამ სულიერ სხეულში გაცოცხლდა;+
19 წავიდა და უქადაგა* საპყრობილეში სულებს,+
20 რომლებიც ურჩობდნენ ნოეს დროს, როცა ღმერთი სულგრძელობას იჩენდა და იცდიდა,+ სანამ კიდობანი შენდებოდა,+ რომლის მეშვეობითაც რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული, გადაურჩა წყალს.+
21 ასევეა ნათლობაც (არა ხორციდან ჭუჭყის ჩამოშორება, არამედ ღვთისთვის სუფთა სინდისის თხოვნა),+ რომელიც თქვენს ხსნას ემსახურება ქრისტეს აღდგომის მეშვეობით.
22 ის ზეცაში ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა.+ მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები, ძალაუფლებები და ძალები.+
სქოლიოები
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ ან შესაძლოა: „ნუ შეგაშინებთ მათი მუქარა“.
^ სიტყვასიტყვით — „მოკვდა ერთხელ“.
^ სხვაგვარად — „განაჩენი გაუცხადა“.