პეტრეს პირველი წერილი 5:1—14
5 უხუცესებო, როგორც თანაუხუცესი, იესო ქრისტეს ტანჯვის მოწმე და იმ დიდების მოზიარე,+ რომელიც გამოცხადდება, მოგიწოდებთ:
2 როგორც ზედამხედველებმა, მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო,+ ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, როგორც ღმერთს სურს,+ არა გამორჩენის მიზნით,+ არამედ მზადყოფნით.
3 ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღმერთს ეკუთვნის.+ მაგალითი მიეცით სამწყსოს,+
4 და, როცა უფროსი მწყემსი გამოცხადდება,+ დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.+
5 თქვენც, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ უხუცესებს+ და თავმდაბლად მოექეცით ერთმანეთს, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი სწყალობს.+
6 ამიტომ დაიმდაბლეთ თავი ძლევამოსილი ღვთის წინაშე*, რათა თავის დროზე აგამაღლოთ,+
7 და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ,+ რადგან ის ზრუნავს თქვენზე.+
8 იფხიზლეთ და გეღვიძოთ!+ თქვენი მტერი, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს.+
9 წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით!+ მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში.+
10 მცირე ხნით თქვენი ტანჯვის შემდეგ კი გულმოწყალე ღმერთი, რომელმაც მოგიხმოთ,+ რომ ქრისტესთან ერთობაში ყოფილიყავით და დიდება მიგეღოთ, თავად დაასრულებს თქვენს მომზადებას. ის გაგამხნევებთ,+ განგამტკიცებთ+ და გაგაძლიერებთ.
11 მას ეკუთვნის ძლევამოსილება მარადიულად! ამინ!
12 სილვანუსის*+ ხელით, რომელსაც ერთგულ ძმად ვთვლი, ორიოდე სიტყვა მოგწერეთ გასამხნევებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთი გწყალობთ. ჩაეჭიდეთ ღვთის წყალობას!
13 მოკითხვას გითვლიან ბაბილონიდან ის*, ვინც თქვენსავით რჩეულია, და ჩემი შვილი მარკოზი.+
14 მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით.
მშვიდობა არ მოგკლებოდეთ ქრისტესთან ერთობაში მყოფთ!
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ“.
^ იგივე სილა.
^ დედანში გამოყენებულია მდედრობითი სქესის ნაცვალსახელი, რომელშიც, სავარაუდოდ, კრება იგულისხმება.