სამუელი — წიგნი პირველი 15:1—35

  • საული ეურჩება ღმერთს და ინდობს აგაგს (1—9).

  • სამუელი კიცხავს საულს (10—23).

    • „მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია“ (22).

  • იეჰოვა უარყოფს საულს, როგორც მეფეს (24—29).

  • სამუელი კლავს აგაგს (30—35).

15  უთხრა სამუელმა საულს: «იეჰოვამ გამომგზავნა, რომ მისი ხალხის, ისრაელის, მეფედ მეცხე.+ ახლა მოისმინე, რას გეუბნება იეჰოვა!+  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „პასუხს მოვთხოვ ამალეკს იმისთვის, რაც მან ისრაელს გაუკეთა, ეგვიპტიდან გამოსულს წინ რომ აღუდგა.+  ახლა წადი, თავს დაესხი ამალეკელებს+ და გაანადგურე ისინი+ და მთელი მათი ქონება. ნუ დაინდობ მათ, მოკალი+ კაციცა და ქალიც, ბავშვიცა და ჩვილიც, ხარიცა და ცხვარიც, აქლემიცა და ვირიც!“»+  შეკრიბა საულმა ხალხი და თელაიმში აღრიცხა 210 000 ქვეითი, მათგან 10 000 იუდას ტომიდან იყო.+  მიადგა საული ამალეკელთა ქალაქს და ხევთან ჩასაფრდა.  უთხრა საულმა კენიელებს:+ „წადით, გაეცალეთ ამალეკელებს, მათთან ერთად რომ არ გაგანადგუროთ;+ თქვენ ხომ სიკეთე* გაუკეთეთ ისრაელებს,+ როცა ეგვიპტიდან გამოვიდნენ“. კენიელებიც გაეცალნენ ამალეკელებს.  მუსრი გაავლო საულმა ამალეკელებს+ ხავილიდან+ შურამდე,+ ეგვიპტეს რომ ესაზღვრება.  შეიპყრო ამალეკის მეფე აგაგი,+ ხალხი კი მახვილით დახოცა.+  დაინდეს საულმა და მისმა ხალხმა აგაგი, მისი საუკეთესო, ნასუქი ცხვარ-ძროხა, ვერძები და რაც რამ კარგი იყო;+ არ მოინდომეს ამ ყველაფრის მოსპობა. თუკი რამ უვარგისი და არასასურველი იყო, გაანადგურეს. 10  მაშინ იეჰოვას სიტყვა ეუწყა სამუელს: 11  „ვწუხვარ, საული რომ გავამეფე, რადგან განმიდგა და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვას“.+ დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეღაღადებდა იეჰოვას.+ 12  დილაადრიან ადგა სამუელი საულთან შესახვედრად. შეატყობინეს მას, საული ქარმელში+ წავიდა, სვეტი აღიმართა+ და იქიდან გილგალში ჩავიდაო. 13  როცა მივიდა სამუელი საულთან, უთხრა მას საულმა: „გაკურთხოს იეჰოვამ! შევასრულე იეჰოვას სიტყვა!“ 14  სამუელმა ჰკითხა: „საიდან მესმის ცხვარ-ძროხის ბღავილი?“+ 15  საულმა მიუგო: „ამალეკელებისგანაა წამოსხმული; დაინდო ხალხმა საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, მსხვერპლად შეეწირათ, დანარჩენი კი გავანადგურეთ“. 16  უთხრა სამუელმა საულს: „კმარა! მათქმევინე, რა მითხრა წუხელ იეჰოვამ!“+ მან მიუგო: „მითხარი!“ 17  უთხრა სამუელმა: „შენ არ იყავი, თავს რომ უღირსად მიიჩნევდი,+ როცა ისრაელის ტომთა მეთაურად დაინიშნე და იეჰოვამ გცხო ისრაელის მეფედ?!+ 18  როცა იეჰოვამ დაგავალა, წადი, გაანადგურე ცოდვილი ამალეკელები+ და მანამ ებრძოლე, სანამ არ გაწყვეტო,+ 19  რატომ არ მოუსმინე იეჰოვას, რატომ დახარბდი ნადავლს+ და რატომ ჩაიდინე ბოროტება იეჰოვას თვალში?!“ 20  მიუგო საულმა სამუელს: „მე ხომ მოვუსმინე იეჰოვას და წავედი იეჰოვას დავალების შესასრულებლად; წამოვიყვანე ამალეკის მეფე აგაგი და გავანადგურე ამალეკელები.+ 21  მაგრამ ხალხმა ცხვარ-ძროხა წამოასხა, გასანადგურებელთაგან საუკეთესო, რომ შენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის, შეეწირათ გილგალში“.+ 22  თქვა სამუელმა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი მსხვერპლი და შესაწირავი,+ როგორც მორჩილება?! იეჰოვას მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია+ და მოსმენა — ვერძის ქონზე!+ 23  ურჩობაც+ ისეთივე ცოდვაა, როგორიც მკითხაობა,+ და კადნიერებაც ისეთივე ცოდვაა, როგორიც ჯადოქრობა და კერპთაყვანისმცემლობა! რაკი უარყავი იეჰოვას სიტყვა,+ ისიც უარყოფს შენს მეფობას!“+ 24  უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე, დავარღვიე იეჰოვას ბრძანება და გადავედი შენს სიტყვას, რადგან ხალხისა შემეშინდა და მათ დავუჯერე. 25  ახლა, გთხოვ, მომიტევე ჩემი ცოდვა და გამომყევი, რათა თაყვანი ვცე იეჰოვას“.+ 26  მიუგო სამუელმა საულს: „არ გამოგყვები, რადგან უარყავი იეჰოვას სიტყვა; იეჰოვამაც უარგყო და აღარ იქნები ისრაელის მეფე!“+ 27  როცა სამუელი წასასვლელად შეტრიალდა, სტაცა მას საულმა ხელი მოსასხამის კიდეზე, მაგრამ გაიგლიჯა მოსასხამი. 28  მიუგო მას სამუელმა: „დღეს გამოგგლიჯა იეჰოვამ ისრაელის მეფობა და შენს მოძმეს, შენზე უკეთესს, მისცემს მას.+ 29  არ იცრუებს+ ისრაელის დიდებული ღმერთი,+ არც გადაიფიქრებს; კაცი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს!“+ 30  მან მიუგო: „შევცოდე, მაგრამ, გთხოვ, პატივი დამდე ჩემი ხალხის უხუცესთა და ისრაელის წინაშე და გამომყევი, რომ იეჰოვას, შენს ღმერთს, ვცე თაყვანი“.+ 31  გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა იეჰოვას. 32  სამუელმა თქვა: „მომიყვანეთ ამალეკის მეფე აგაგი!“ შეშინებული* მივიდა აგაგი, რადგან მანამდე თავისთვის ამბობდა, ნამდვილად ამცდაო მწარე სიკვდილი. 33  სამუელმა უთხრა: „როგორც შენმა მახვილმა დატოვა ქალები უშვილოდ, დედაშენიც ისე დარჩება უშვილოდ!“ აკუწა სამუელმა აგაგი გილგალში იეჰოვას წინაშე.+ 34  წავიდა სამუელი რამაში, საული კი თავის სახლში, მშობლიურ ქალაქ გიბაში დაბრუნდა. 35  ისე მოკვდა სამუელი, რომ აღარ უნახავს საული, თუმცა წუხდა სამუელი საულზე.+ დამწუხრდა იეჰოვა, რომ გაამეფა საული ისრაელზე.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „თავდაჯერებული“.