სამუელი — წიგნი პირველი 19:1—24

  • საულს დავითის მიმართ სიძულვილი არ უნელდება (1—13).

  • დავითი გაურბის საულს (14—24).

19  უთხრა საულმა თავის ვაჟ იონათანსა და თავის მსახურებს, რომ დავითის მოკვლა სურდა.+  იონათანს ძალიან უყვარდა დავითი,+ ამიტომ უთხრა დავითს: „მამაჩემი საული მოკვლას გიპირებს; ფრთხილად იყავი ხვალ დილით, თავი სამალავს შეაფარე და არ გამოჩნდე.  როცა მამაჩემთან ერთად იმ მინდორში გავალ, სადაც შენ იქნები, დაველაპარაკები მამაჩემს შენზე და, თუ რამეს გავიგებ, უეჭველად შეგატყობინებ“.+  იონათანი მამამისთან, საულთან, გამოესარჩლა დავითს:+ „ნუ დაიდებს მეფე თავისი მსახურის, დავითის, ცოდვას, რადგან არაფერი დაუშავებია მას შენთვის, ყველაფერს შენ სასიკეთოდ აკეთებდა.  საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე და მოკლა ფილისტიმელი;+ ასე მოაპოვებინა იეჰოვამ მთელ ისრაელს დიდი გამარჯვება. შენ თავად ნახე ეს და დიდად გაიხარე. რატომ უნდა გაისვარო უდანაშაულო კაცის სისხლში ხელი და არაფრის გულისთვის მოკლა დავითი?!“+  ყურად იღო საულმა იონათანის ნათქვამი და დაიფიცა: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას ვფიცავ, არ მოკვდება დავითი!“  ამის შემდეგ მოიხმო იონათანმა დავითი და ყველაფერი უამბო. შემდეგ იონათანმა საულს მიუყვანა დავითი და დავითმაც უწინდებურად გააგრძელა მასთან მსახურება.+  კვლავ გაჩაღდა ომი. გავიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და მუსრი გაავლო. ზოგმა გაქცევით უშველა თავს.  სული აუფორიაქა იეჰოვამ საულს*.+ ამ დროს საული სახლში იჯდა შუბით ხელში, დავითი კი ქნარზე უკრავდა.+ 10  საულმა სცადა, დავითი შუბით მიეჭედებინა კედელზე, მაგრამ მან აიცილა და შუბი კედელში ჩაერჭო. გაიქცა დავითი და თავს უშველა იმ ღამით. 11  გაგზავნა საულმა კაცები, რომ ეთვალთვალათ დავითის სახლისთვის და დილით მოეკლათ იგი.+ უთხრა დავითს მიქალმა, თავისმა ცოლმა: „თუ ამაღამ თავს არ უშველი, ხვალ მკვდარი იქნები“. 12  მაშინვე ჩაუშვა სარკმლიდან მიქალმა დავითი, რომ გაქცეულიყო და თავი გადაერჩინა. 13  აიღო მიქალმა თერაფიმი*, საწოლზე დადო, სასთუმალთან თივთიკი* დაუდო და ტანსაცმელი გადააფარა. 14  გაგზავნა საულმა კაცები დავითის შესაპყრობად, მაგრამ მიქალმა უთხრა მათ, ავად არისო. 15  კვლავ გაგზავნა საულმა კაცები, რომ ენახათ დავითი და დააბარა, რომც იწვეს, საწოლით მომიყვანეთ, რომ მოვაკვლევინოო.+ 16  შევიდნენ ისინი და დაინახეს, რომ საწოლზე თერაფიმი იდო, სასთუმალთან კი — თივთიკი. 17  საულმა მიქალს უთხრა: „ასე რატომ მომატყუე? რატომ გაუშვი ჩემი მტერი?+ რატომ გადაარჩინე?“ მიუგო მიქალმა საულს: „ასე მითხრა, გამიშვი, თორემ მოგკლავო“. 18  თავის საშველად გაქცეული დავითი სამუელთან მივიდა რამაში+ და ყველაფერს მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა. წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში+ დარჩნენ. 19  შეატყობინეს საულს, დავითი რამის ნაიოთშიაო. 20  გაგზავნა საულმა კაცები დავითის შესაპყრობად. დაინახეს მოხუცი წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, და სამუელი, რომელიც იდგა და მათ ხელმძღვანელობდა; ღვთის სული გადავიდა საულის კაცებზე და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. 21  გააგებინეს საულს და მანაც მაშინვე სხვა კაცები გაგზავნა. ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. მესამედაც გაგზავნა საულმა კაცები და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. 22  ბოლოს თვითონ წავიდა რამაში. როცა სექუში დიდ ჭას მიადგა, იკითხა, სად არიანო სამუელი და დავითი. უთხრეს, რამის ნაიოთში+ არიანო. 23  დაადგა რამის ნაიოთის გზას და მასზეც გადმოვიდა ღვთის სული. მიდიოდა და წინასწარმეტყველებდა რამის ნაიოთში ჩასვლამდე. 24  მანაც გაიხადა ტანსაცმელი და აწინასწარმეტყველდა სამუელის წინაშე. მთელი დღე და ღამე შეუმოსავი იწვა იქ. ამიტომაც ამბობენ: „საული და წინასწარმეტყველიო?!“+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ბოროტი სული იეჰოვასგან საულზე გადმოვიდა“.
იგულისხმება ოჯახის ღმერთი, კერპი.
თხის ბეწვისგან დამზადებული ქსოვილი.