სამუელი — წიგნი პირველი 24:1—22

  • დავითი ინდობს საულს (1—22).

    • დავითი აფასებს იეჰოვას ცხებულს (6).

24  როგორც კი საული ფილისტიმელთაგან დაბრუნდა, შეატყობინეს, დავითი ენ-გედის უდაბნოშიაო.+  გამოარჩია საულმა 3 000 კაცი მთელი ისრაელიდან და დავითისა და მისი ხალხის საძებნელად გარეული თხების კლდეებისკენ გაემართა.  მიადგა ქვის ფარეხებს გზის პირას, სადაც გამოქვაბული იყო. შიგ შევიდა საული მოსასაქმებლად. ამ დროს დავითი და მისი ხალხი გამოქვაბულის სიღრმეში ისხდნენ.+  უთხრა დავითს თავისმა ხალხმა: „აი, დადგა დღე, როცა გეუბნება იეჰოვა, ხელში გიგდებ შენს მტერს+ და რაც გინდა, ის უყავიო!“ ადგა დავითიც და საულის მოსასხამს ჩუმად კიდე მოაჭრა.  ამის შემდეგ გული მსჯავრს სდებდა დავითს,+ რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს;  უთხრა თავის ხალხს: „იეჰოვამ დამიფაროს, ასეთი რამ გავუკეთო ჩემს ბატონს, იეჰოვას ცხებულს, და რამე დავუშავო მას; ის ხომ იეჰოვას ცხებულია“.+  ამ სიტყვებით შეაკავა* დავითმა თავისი ხალხი და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და თავისი გზით წავიდა.  მაშინ ადგა დავითი, გამოვიდა გამოქვაბულიდან და დაუძახა საულს: „მეფე-ბატონო!“+ საულმაც მოიხედა, დავითმა კი მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო.  უთხრა დავითმა საულს: „რატომ უსმენ მათ, ვინც ჩემზე გეუბნება, გადაგემტერაო დავითი?+ 10  დღეს საკუთარი თვალით ნახე, როგორ ჩამიგდო ხელში შენი თავი იეჰოვამ გამოქვაბულში. მაგრამ, როცა მითხრეს, მოკალიო,+ შემებრალე და ვთქვი, არ ვიზამ ამას და არაფერს დავუშავებ ჩემს ბატონს, რადგან იეჰოვას ცხებულია-მეთქი.+ 11  შეხედე, მამაჩემო, ხელში მიჭირავს შენი მოსასხამის კიდე. არ მოგკალი, როცა შენს მოსასხამს კიდე მოვაჭერი. ხომ ხედავ, არც გმტრობ და არც გეურჩები, ბრალი არ მიმიძღვის შენ წინაშე,+ შენ კი მოსაკლავად დამდევ.+ 12  იეჰოვამ განგვსაჯოს მე და შენ+ და იეჰოვამ იძიოს შური შენზე ჩემ გამო,+ მე არაფერს დაგიშავებ.+ 13  ძველად ამბობდნენ, ბოროტება ბოროტისგან გამოვაო; რაკი ასეა, მე ხელს არ გახლებ. 14  ვის დაედევნა ისრაელის მეფე? ვის მისდევ? მკვდარ ძაღლს? რწყილს?+ 15  იეჰოვა იყოს მსაჯული; ის განგვსჯის მეც და შენც, გამოიკვლევს ჩემს საქმეს, მხარს დამიჭერს,+ გამამართლებს და დამიხსნის შენი ხელიდან“. 16  როცა დაასრულა დავითმა ეს სიტყვები, საულმა მიუგო: „ეს შენი ხმაა, შვილო, დავით?!“+ და ხმამაღლა ატირდა საული. 17  უთხრა დავითს: „შენ ჩემზე მართალი ხარ, რადგან კარგად მექცეოდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.+ 18  დღესაც ხომ მითხარი, რა სიკეთეც გამიკეთე, რომ არ მომკალი, როცა იეჰოვამ ხელში ჩაგიგდო ჩემი თავი.+ 19  ვინ გაუშვებს მტერს უვნებელს, თუკი ხელში ჩაიგდებს მას?! იეჰოვა სიკეთით გადაგიხდის იმ სიკეთის სანაცვლოდ,+ დღეს რომ გამიკეთე. 20  ახლა კი ვხვდები, რომ ნამდვილად იმეფებ+ და მუდამ შენი იქნება ისრაელის სამეფო. 21  იეჰოვა დაიფიცე,+ რომ არ გამინადგურებ შთამომავლებს ჩემ შემდეგ და არ ამოძირკვავ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან“.+ 22  დავითმაც შეჰფიცა საულს და დაბრუნდა შინ საული,+ დავითმა და მისმა ხალხმა კი კვლავ სამალავს მიაშურეს.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „დაშალა“.