სამუელი — წიგნი პირველი 26:1—25

  • დავითი კიდევ ერთხელ ინდობს საულს (1—25).

    • დავითი აფასებს იეჰოვას ცხებულს (11).

26  ზიფელები+ მივიდნენ საულთან გიბაში+ და უთხრეს: „იცი, რომ დავითი ხაქილის გორაზე იმალება, იეშიმონს*+ რომ გადაჰყურებს?“  ადგა საული და 3 000 რჩეულ ისრაელთან ერთად ზიფის უდაბნოში წავიდა დავითის მოსაძებნად.+  გზასთან დაბანაკდა საული ხაქილის გორაზე, იეშიმონს რომ გადაჰყურებს. დავითი უდაბნოში იმალებოდა, როცა გაიგო, რომ საულს მისი კვალისთვის მიეგნო.  გაგზავნა დავითმა მზვერავები იმის შესამოწმებლად, ნამდვილად მოსულიყო თუ არა საული.  ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული; დაინახა დავითმა, სად ეძინათ საულსა და მის მხედართმთავარ აბნერს,+ ნერის ვაჟს. შუაგულ ბანაკში იწვა საული, მის ირგვლივ კი მისი ჯარი იყო დაბანაკებული.  ჰკითხა დავითმა ხეთელ+ ახიმელექსა და იოაბის ძმა აბიშაის,+ ცერუიას+ ვაჟს: „რომელი გამომყვებით საულის ბანაკში?“ აბიშაიმ მიუგო: „მე გამოგყვები!“  ღამით მივიდნენ დავითი და აბიშაი საულის ბანაკში. საულს ბანაკის შუაგულში ეძინა და თავთან თავისი შუბი ჰქონდა ჩარჭობილი მიწაში, მის ირგვლივ კი აბნერი და სხვა ჯარისკაცები იწვნენ.  აბიშაიმ დავითს უთხრა: „ხელში ჩაგიგდო დღეს ღმერთმა შენი მტერი.+ გთხოვ, მიმიშვი, რომ შუბის ერთი დარტყმით დავაკლა მიწას ისე, რომ მეორედ დარტყმა აღარ დამჭირდეს!“  დავითმა მიუგო: „ნურაფერს დაუშავებ! ვის აღუმართავს ხელი იეჰოვას ცხებულზე+ და უდანაშაულო დარჩენილა?!“+ 10  შემდეგ დასძინა: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, თავად იეჰოვა დაღუპავს მას,+ თუ არადა, მისი სიკვდილის დღეც მოაწევს,+ ან საომრად წავა და იქ დაიღუპება.+ 11  იეჰოვამ დამიფაროს, რომ რამე დავუშავო იეჰოვას ცხებულს!+ გთხოვ, აიღე შუბი, თავთან რომ აქვს, და მათარა, და წავიდეთ“. 12  აიღო დავითმა შუბი და მათარა, საულს თავთან რომ ედო, და წავიდნენ. ისინი არავის დაუნახავს,+ არავის არაფერი გაუგია და არც არავის გამოღვიძებია, რადგან ყველას ღრმა ძილი მოჰგვარა იეჰოვამ. 13  დავითი გაღმა გავიდა და მოშორებით მთის წვერზე დადგა; დიდი მანძილი იყო მათ შორის. 14  გადმოსძახა დავითმა საულის ჯარს და აბნერს,+ ნერის ვაჟს: „ხმა გამეცი, აბნერ!“ აბნერმა მიუგო: „ვინა ხარ, რომ იძახი და მეფეს აწუხებ?“ 15  დავითმა აბნერს უთხრა: „ვაჟკაცი არა ხარ?! შენნაირი ვინ არის ისრაელში?! მაშ, რატომ არ დაიცავი შენი მეფე-ბატონი?! აი, ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის, მოსაკლავად.+ 16  ვერ ივარგე, აბნერ! ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, სიკვდილს იმსახურებთ, რადგან არ დაიცავით თქვენი ბატონი, იეჰოვას ცხებული!+ აბა ნახე, სად არის მეფის შუბი და მათარა,+ თავთან რომ ჰქონდა?!“ 17  იცნო საულმა დავითის ხმა და უთხრა: „ეს შენი ხმაა, დავით, შვილო?“+ დავითმა მიუგო: „ჩემი ხმაა, მეფე-ბატონო!“ 18  შემდეგ ჰკითხა: „რატომ დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს?+ რა ჩავიდინე, რაში მიმიძღვის ბრალი?+ 19  მოუსმინოს მეფე-ბატონმა თავის მსახურს: თუ იეჰოვამ აღგძრა ჩემ წინააღმდეგ, მაშინ მიიღოს მან ჩემგან მარცვლეული შესაწირავი, მაგრამ, თუ ადამიანებმა წაგაქეზეს,+ იეჰოვამ დაწყევლოს ისინი, რადგან არ დამაყენეს იეჰოვას სამკვიდროში+ და მითხრეს, წადი, სხვა ღმერთებს ემსახურეო! 20  ნუ დაღვრი ჩემს სისხლს იეჰოვასგან შორს. რწყილს დასდევნებია ისრაელის მეფე+ ისე, თითქოს კაკაბს დასდევდეს მთებში!“ 21  საულმა მიუგო: „შევცოდე!+ დაბრუნდი, დავით, შვილო, აღარაფერს დაგიშავებ, რადგან დღეს დააფასე ჩემი სიცოცხლე.+ უგუნურად მოვიქეცი და ძალიან შევცდი!“ 22  დავითმა მიუგო: „აი მეფის შუბი! გამოუშვი რომელიმე მსახური და წაიღოს. 23  იეჰოვა თითოეულს თავისი სიმართლისა და ერთგულებისამებრ მიუზღავს.+ დღეს შენი თავი ხელში ჩამიგდო იეჰოვამ, მაგრამ არ მინდოდა, რომ ხელი აღმემართა იეჰოვას ცხებულზე.+ 24  როგორც შენი სიცოცხლე იყო ძვირფასი დღეს ჩემთვის, ისე ჩემი სიცოცხლე იყოს ძვირფასი იეჰოვასთვის და მიხსნას ყველა გასაჭირისგან!“+ 25  საულმა დავითს უთხრა: „კურთხეული იყავი, დავით, შვილო! დიდ საქმეებს მოიმოქმედებ და ყველაფერში ხელი მოგემართება!“+ ამის შემდეგ დავითი თავისი გზით წავიდა, საული კი შინ დაბრუნდა.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „უდაბნოს“.