სამუელი — წიგნი პირველი 27:1—12

  • ფილისტიმელები დავითს ციკლაგს აძლევენ (1—12).

27  გულში თქვა დავითმა: „ერთ დღესაც საულის ხელით მოვკვდები. ჯობს ფილისტიმელთა ქვეყანას შევაფარო თავი;+ მოეშვება საული ჩემს ძებნას მთელ ისრაელში,+ და ასე დავუსხლტები ხელიდან“.  ადგა დავითი და 600 კაცთან ერთად+ მივიდა გათის მეფე აქიშთან,+ მაოქის ძესთან.  დარჩა დავითი აქიშთან გათში თავის კაცებთან და მათ ოჯახებთან ერთად. დავითს თან ახლდა თავისი ორი ცოლი, იზრეელელი ახინოამი+ და ქარმელელი აბიგაილი,+ ნაბალის ქვრივი.  შეატყობინეს საულს, გათში გაიქცაო დავითი, და ისიც მოეშვა მის ძებნას.+  დავითმა აქიშს უთხრა: „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე პატარა ქალაქში, რომ იქ დავსახლდე. რატომ უნდა იცხოვროს შენმა მსახურმა სატახტო ქალაქში შენ გვერდით?!“  მისცა მას აქიშმა იმ დღეს ციკლაგი.+ ამიტომაც ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებისაა.  წელიწადი და ოთხი თვე იცხოვრა დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.+  ადიოდნენ დავითი და მისი ხალხი და თავს ესხმოდნენ გეშურელებს,+ გიზრელებსა და ამალეკელებს,+ რომლებიც სახლობდნენ თელამიდან შურამდე+ და ეგვიპტის მიწამდე.  როცა თავს ესხმოდა დავითი იმ მიწას, ცოცხალს არ ტოვებდა არც კაცს და არც ქალს;+ ცხვარ-ძროხას, ვირებსა და აქლემებს კი მოერეკებოდა, მოჰქონდა ტანსაცმელიც და ბრუნდებოდა აქიშთან. 10  ეკითხებოდა აქიში, დღეს სად დათარეშობდითო. დავითი ხან ეუბნებოდა, იუდას სამხრეთითო,+ ხან — იერახმეელთა+ მიწის სამხრეთითო, ხან კი — კენიელთა+ მიწის სამხრეთითო. 11  არც კაცს ტოვებდა ცოცხალს დავითი და არც ქალს, არავინ მიჰყავდა გათში, რადგან ამბობდა, არ გაგვცენ და არ თქვან, ამასა და ამას სჩადიოდაო დავითი (ასე იქცეოდა დავითი მთელი იმ დროის მანძილზე, ფილისტიმელთა მხარეში რომ ცხოვრობდა). 12  ენდო აქიში დავითს; ფიქრობდა, ნამდვილად შეაძულა თავის ხალხს, ისრაელს, თავი, ამიტომ სამუდამოდ მსახურად გამიხდებაო.

სქოლიოები