სამუელი — წიგნი პირველი 29:1—11

  • ფილისტიმელები უნდობლობას უცხადებენ დავითს (1—11).

29  ფილისტიმელებმა+ თავიანთი ჯარები აფეკში შეკრიბეს, ისრაელები კი იზრეელში+ დაბანაკდნენ წყაროსთან.  დაიძრნენ ფილისტიმელთა მთავრები თავიანთი ასეულებითა და ათასეულებით, დავითი და მისი ხალხი კი აქიშთან+ ერთად მიჰყვებოდნენ მათ უკან.  ფილისტიმელთა მთავრებმა იკითხეს: „ამ ებრაელებს რაღა უნდათ აქ?“ აქიშმა მიუგო: „ეს დავითია, ისრაელის მეფის, საულის მსახური, რომელიც ერთ წელზე მეტია, რაც ჩემთანაა.+ მისი გამოქცევის დღიდან დღემდე ცუდი არაფერი შემიმჩნევია მისთვის“.  განურისხდნენ მას ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „უკან გაუშვი,+ დაბრუნდეს იმ ადგილას, შენ რომ მიუჩინე! ნუ წამოიყვან ჩვენთან ერთად საბრძოლველად, ბრძოლისას ჩვენვე რომ არ დაგვიპირისპირდეს;+ ჩვენი კაცების თავებით ხომ ნამდვილად მოიგებს თავისი ბატონის გულს!  ეს ხომ დავითია, რომელზეც ცეკვის დროს მღეროდნენ: საულმა მოკლა ათასი,დავითმა — ათი ათასიო?!“+  მოუხმო აქიშმა+ დავითს და უთხრა: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას ვფიცავ, მართალი კაცი ხარ! მე კი მიხარია, ჩემს ჯარს რომ მოჰყვები საბრძოლველად,+ რადგან ჩემთან მოსვლის დღიდან დღემდე ცუდი არაფერი შემიმჩნევია შენთვის,+ მაგრამ მთავრები კარგი თვალით არ გიყურებენ.+  ასე რომ, წადი, შინ მშვიდობით დაბრუნდი, და ისეთს ნურაფერს გააკეთებ, რაც ფილისტიმელთა მთავრებს არ ეამებათ!“  მიუგო დავითმა აქიშს: „რატომ, რა დავაშავე? ასეთი რა შეამჩნიე შენს მსახურს შენთან მოსვლის დღიდან დღემდე? რატომ არ უნდა წამოვიდე ჩემი მეფე-ბატონის მტრებთან საბრძოლველად?“  აქიშმა უთხრა დავითს: „ღვთის ანგელოზივით კარგი ხარ ჩემს თვალში,+ მაგრამ ფილისტიმელთა მთავრებს არ უნდათ, რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდე საბრძოლველად. 10  დილით ადრე ადექით შენ და შენი ბატონის მსახურები, შენთან ერთად რომ მოვიდნენ, და დილაადრიანვე, გამთენიისას წადით!“ 11  დავითიც ადგა დილაუთენია თავის ხალხთან ერთად და დაბრუნდა ფილისტიმელთა მიწაზე, ფილისტიმელები კი იზრეელისკენ+ გაემართნენ.

სქოლიოები