სამუელი — წიგნი პირველი 3:1—21

  • სამუელი წინასწარმეტყველად ინიშნება (1—21).

3  ყმაწვილი სამუელი იეჰოვას ემსახურებოდა+ და ელის ეხმარებოდა. მაშინ იშვიათად ცხადდებოდა იეჰოვას სიტყვა; ხილვები+ არ იყო ხშირი.  ერთ დღეს ელი თავის საწოლში იწვა. მას თვალისჩინი ჰქონდა წართმეული და ვერ ხედავდა.+  ჯერ არ ჩამქრალიყო ღვთის ლამპარი.+ სამუელი იეჰოვას ტაძარში*+ იწვა, სადაც ღვთის კიდობანი იყო.  მოუხმო იეჰოვამ სამუელს. მანაც მიუგო: „აქა ვარ!“  გაიქცა ელისთან და უთხრა: „მოვედი, რომ მეძახდი!“ მან მიუგო: „არ დამიძახია. წადი, დაწექი!“ ისიც წავიდა და დაწვა.  კვლავ მოუხმო იეჰოვამ: „სამუელ!“ ადგა სამუელი, ელისთან მივიდა და უთხრა: „აი, მოვედი, რომ მეძახდი!“ ელიმ უპასუხა: „არ დამიძახია, შვილო. წადი, დაწექი!“  (სამუელი ჯერ არ იცნობდა იეჰოვას, რადგან ჯერ არ გამოსცხადებოდა იეჰოვას სიტყვა).+  მესამედაც დაუძახა იეჰოვამ: „სამუელ!“ წამოდგა სამუელი, ელისთან მივიდა და უთხრა: „მოვედი, რომ დამიძახე!“ მაშინ მიხვდა ელი, რომ იეჰოვა ეძახდა ყმაწვილს.  ამიტომ მან სამუელს უთხრა: „წადი, დაწექი და თუ ის კვლავ მოგიხმობს, ასე უპასუხე, მითხარი, იეჰოვა, გისმენს-თქო შენი მსახური“. წავიდა სამუელი და დაწვა. 10  იეჰოვამ წინანდებურად მოუხმო მას: „სამუელ, სამუელ!“ სამუელმა მიუგო: „მითხარი, გისმენს შენი მსახური!“ 11  უთხრა იეჰოვამ სამუელს: „ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ ვინც გაიგებს, შეძრწუნდება.+ 12  იმ დღეს ყველაფერს ავუხდენ ელის, რაც მის სახლეულობაზე ვთქვი, თავიდან ბოლომდე.+ 13  უთხარი, რომ სამარადისოდ დაისჯება მისი სახლეულობა ამ დანაშაულისთვის, ვინაიდან იცის,+ რომ შეურაცხყოფენ ღმერთს მისი ვაჟები,+ ის კი არ კიცხავს მათ.+ 14  ამიტომ დავუფიცე ელის სახლეულობას, რომ ვერ გამოისყიდდა თავის დანაშაულს ვერც მსხვერპლით და ვერც სხვა შესაწირავით!“+ 15  დილამდე იწვა სამუელი. შემდეგ გააღო იეჰოვას კარავში შესასვლელი კარი. ეშინოდა სამუელს, რომ ელისთვის ეთქვა ხილვის შესახებ. 16  მოუხმო ელიმ სამუელს: „სამუელ, შვილო!“ მან მიუგო: „აქა ვარ!“ 17  მან უთხრა: „რა გითხრა? გთხოვ, ნუ დამიმალავ. ღმერთმა დაგსაჯოს, თუ მისი ნათქვამი ერთი სიტყვაც კი დამიმალო!“ 18  სამუელს არაფერი დაუმალავს, ყველაფერს მოუყვა. მან მიუგო: „ასეთია იეჰოვას ნება! გააკეთოს ის, რასაც ინებებს!“ 19  იზრდებოდა სამუელი; იეჰოვა იყო მასთან+ და არცერთი მისი სიტყვა არ დარჩენილა შეუსრულებელი. 20  შეიტყო მთელმა ისრაელმა დანიდან ბეერ-შებამდე, რომ სამუელი იეჰოვას წინასწარმეტყველად იყო დანიშნული. 21  კვლავ ცხადდებოდა იეჰოვა შილოში, რადგან შილოში გააცნო თავი იეჰოვამ სამუელს; თავისი სიტყვით გააცნო იეჰოვამ მას თავი.+

სქოლიოები

იგულისხმება კარავი.