სამუელი — წიგნი პირველი 31:1—13

  • საულისა და მისი სამი ვაჟის სიკვდილი (1—13).

31  შეებრძოლნენ ფილისტიმელები ისრაელებს.+ უკუიქცნენ ისრაელები და მრავალი დაეცა გილბოას მთაზე.+  დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს საულის ვაჟები: იონათანი,+ აბინადაბი და მალქი-შუა.+  სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. დაინახეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.+  მაშინ საულმა თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ ეს წინადაუცვეთელები+ არ მოვიდნენ და სანამ მომკლავენ, უმოწყალოდ არ მომექცნენ“. არ უნდოდა მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ეშინოდა. ამიტომ საულმა თვითონ აიღო მახვილი და ზედ დაეგო.+  როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული,+ თვითონაც ზედ დაეგო თავის მახვილს და მასთან ერთად მოკვდა.  ერთად დაიხოცნენ იმ დღეს საული, მისი სამი ვაჟი, საჭურველთმტვირთველი და მთელი მისი ხალხი.+  როცა დაინახეს ბარში და იორდანის გაღმა მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ გაიქცნენ ისრაელი მებრძოლები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ.+ მივიდნენ ფილისტიმელები და დაეპატრონნენ იმ ქალაქებს.  მეორე დღეს, როცა ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვად მივიდნენ, საული და მისი სამი ვაჟი გილბოას მთაზე ნახეს დახოცილები.+  მოჰკვეთეს მას თავი, აჰყარეს საჭურველი და დაგზავნეს მაცნეები ფილისტიმელთა მთელ მიწაზე, რომ ეს ამბავი+ საკერპოებსა+ და ხალხში გაევრცელებინათ. 10  მისი საჭურველი აშთორეთის საკერპოში დადეს, მისი გვამი კი ბეთ-შანის+ კედელზე ჩამოკიდეს. 11  როდესაც გაიგეს იაბეშ-გალაადელებმა,+ რაც ფილისტიმელებმა საულის ცხედარს დამართეს, 12  ადგა ყველა მებრძოლი და იქითკენ გაემართა; მთელი ღამე იარეს, ჩამოხსნეს საულისა და მისი ვაჟების გვამები ბეთ-შანის კედლიდან, წაიღეს იაბეშში და იქ დაწვეს. 13  აკრიფეს მათი ძვლები,+ დამარხეს იაბეშში+ იალღუნის ხის ქვეშ და შვიდი დღე იმარხულეს.

სქოლიოები