სამუელი — წიგნი პირველი 5:1—12

  • კიდობანი ფილისტიმელების მიწაზე (1—12).

    • დაგონის დამცირება (1—5).

    • იეჰოვა ფილისტიმელებს სჯის (6—12).

5  ფილისტიმელებმა ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ ებენეზერიდან აშდოდში წაიღეს.  აიღეს ის, თავიანთი ღვთის, დაგონის,+ ტაძარში მიიტანეს და მისი კერპის გვერდით დადგეს.  ადგნენ აშდოდელები მეორე დღეს, დილით ადრე, და ნახეს, რომ დაგონის კერპი პირქვე ეგდო იეჰოვას კიდობნის წინ.+ აიღეს და ისევ თავის ადგილზე დადგეს.+  ადგნენ მომდევნო დღეს დილით ადრე და ნახეს, რომ დაგონი ისევ პირქვე ეგდო იეჰოვას კიდობნის წინ, მისი თავი და ორივე ხელის მტევანი კი ზღურბლზე ეყარა; მხოლოდ თევზის ტანი შერჩენოდა მთელი.  ამიტომაცაა, რომ დაგონის ქურუმები და მის ტაძარში შემსვლელები დღემდე არ ადგამენ ფეხს ტაძრის ზღურბლზე აშდოდში.  დასაჯა იეჰოვამ აშდოდელები და ბუასილი გაუჩინა აშდოდისა და მისი მიდამოების მკვიდრთ.+  როცა დაინახეს აშდოდელებმა, რაც ხდებოდა, თქვეს: „ნუ გავაჩერებთ ისრაელის ღვთის კიდობანს ჩვენთან, რადგან არ გვინდობს მათი ღმერთი არც ჩვენ და არც ჩვენს ღმერთ დაგონს!“  გაგზავნეს კაცები, მოუხმეს ფილისტიმელთა ყველა მთავარს და ჰკითხეს მათ, რა ვუყოთო ისრაელის ღვთის კიდობანს. მათ მიუგეს, გათში+ გადავიტანოთო. ადგნენ და იქ წაიღეს ისრაელის ღვთის კიდობანი.  იქ რომ მიიტანეს, იეჰოვამ ეს ქალაქიც დასაჯა და თავზარი დასცა ქალაქის მცხოვრებლებს. მან დიდიან-პატარიანად ყველას ბუასილი გაუჩინა.+ 10  ამიტომ წაიღეს ღვთის კიდობანი ეკრონში,+ მაგრამ როგორც კი იქ მიიტანეს, ეკრონელებმა ყვირილი მორთეს, ჩვენთან მოიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც დავიხოცოთო.+ 11  გაგზავნეს კაცები, მოუხმეს ფილისტიმელთა ყველა მთავარს და უთხრეს: „წაიღეთ აქედან ისრაელის ღვთის კიდობანი! დააბრუნეთ თავის ადგილზე, რომ არც ჩვენ დავიხოცოთ და არც ჩვენი ხალხი!“ სიკვდილის შიშს მოეცვა მთელი ქალაქი, რადგან მკაცრად დასაჯა ისინი ჭეშმარიტმა ღმერთმა.+ 12  ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუასილი დაემართა. ცას სწვდებოდა ქალაქის ღაღადი.

სქოლიოები