სამუელი — წიგნი პირველი 7:1—17

  • კიდობანი კირიათ-იეარიმში გადააქვთ (1).

  • სამუელი ხალხს იეჰოვას მსახურებისკენ მოუწოდებს (2—6).

  • ისრაელის გამარჯვება მიცფაში (7—14).

  • სამუელი მსაჯულობს ისრაელში (15—17).

7  ჩავიდნენ კირიათ-იეარიმელები იქ და გადაიტანეს იეჰოვას კიდობანი აბინადაბის სახლში,+ გორაზე რომ იდგა; მისი ვაჟი ელეაზარი იეჰოვას კიდობნის დასაცავად განწმინდეს.  მას შემდეგ, რაც კიდობანი კირიათ-იეარიმში დადგეს, დიდმა დრომ, ოცმა წელმა, განვლო. დახმარება შესთხოვა მთელმა ისრაელმა იეჰოვას.+  უთხრა სამუელმა მთელ ისრაელს: „თუ მთელი გულით უბრუნდებით იეჰოვას,+ მოიშორეთ უცხოტომელთა ღმერთებისა+ და აშთორეთის კერპები;+ უერთგულეთ იეჰოვას, მხოლოდ მას ემსახურეთ+ და ის გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან!“+  მაშინ მოიშორეს ისრაელებმა ბაალისა და აშთორეთის კერპები და მხოლოდ იეჰოვას ემსახურებოდნენ.+  სამუელმა თქვა: „შეკრიბეთ მიცფასთან+ მთელი ისრაელი და თქვენთვის ლოცვით მივმართავ იეჰოვას“.+  შეიკრიბნენ მიცფასთან, ამოიღეს წყალი ჭიდან, დაუღვარეს იეჰოვას და იმარხულეს იმ დღეს;+ თქვეს, შევცოდეთო იეჰოვას.+ მიცფაში დაიწყო სამუელმა მსაჯულობა.+  გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელები მიცფაში შეკრებილიყვნენ, და დაიძრნენ ფილისტიმელთა+ მთავრები მათთან შესაბრძოლებლად. გაიგეს ეს ისრაელებმა და შეეშინდათ მათი.  უთხრეს მათ სამუელს: „კვლავაც სთხოვე იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, რომ დაგვეხმაროს+ და გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან“.  მოიყვანა სამუელმა ძუძუთა ბატკანი და შესწირა იეჰოვას მთლიანად დასაწვავ მსხვერპლად;+ მოუხმო სამუელმა იეჰოვას ისრაელის საშველად და იეჰოვამაც უპასუხა.+ 10  სამუელი დასაწვავ მსხვერპლს სწირავდა, როცა ფილისტიმელები საბრძოლველად მიადგნენ ისრაელებს. იმ დღეს იეჰოვამ ცა დააგრგვინა+ და თავზარი დასცა+ ფილისტიმელებს; დამარცხდნენ ისინი ისრაელთან.+ 11  მაშინ გამოცვივდნენ ისრაელები მიცფიდან, დაედევნენ ფილისტიმელებს და გზადაგზა, ბეთ-ქარის სამხრეთამდე, ხოცეს ისინი. 12  აიღო სამუელმა ქვა,+ დადო მიცფასა და იეშანას შორის და ებენეზერი* უწოდა, რადგან თქვა, დღემდე გვეხმარებაო იეჰოვა.+ 13  დაიმორჩილეს ფილისტიმელები და აღარ მისულან ისინი ისრაელის მიწაზე.+ ხელ-ფეხი შეუკრა იეჰოვამ ფილისტიმელებს სამუელის სიცოცხლეში.+ 14  უკან დაიბრუნეს ისრაელებმა ფილისტიმელების მიერ წართმეული ქალაქები ეკრონიდან გათამდე; ამ ქალაქების მიწებიც გამოიხსნეს ისრაელებმა ფილისტიმელთა ხელიდან. იმ დროს მშვიდობა ჩამოვარდა ისრაელებსა და ამორეველებს+ შორის. 15  სამუელი მთელი სიცოცხლე ისრაელის მსაჯული იყო.+ 16  ყოველწლიურად შემოივლიდა ხოლმე ბეთელს,+ გილგალსა+ და მიცფას,+ და სამართალს უჩენდა ისრაელს. 17  შემდეგ რამაში+ ბრუნდებოდა, რადგან იქ ჰქონდა სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. სამსხვერპლო აუშენა იქ იეჰოვას.+

სქოლიოები

ნიშნავს „შეწევნის ქვას“.