პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ 2:1—15
2 უპირველეს ყოვლისა, მოგიწოდებთ, რომ აღავლინოთ ვედრება, ლოცვა, სათხოვარი და მადლიერება ყველანაირი ადამიანისთვის,
2 მათ შორის მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია,+ რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და ღირსებით.+
3 ეს კარგი და მოსაწონია ჩვენი მხსნელისთვის, ღვთისთვის,+
4 რომელსაც სურს, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს+ და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს.
5 ერთია ღმერთი+ და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის+ შუამავალი+ — კაცი, ქრისტე იესო,+
6 რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის;+ ამის შესახებ თავის დროზე დაამოწმებენ.
7 მეც ამ მიზნით დავინიშნე+ მქადაგებლად და მოციქულად,+ რათა უცხოტომელების მასწავლებელი ვყოფილიყავი — მათთვის რწმენა ჩამენერგა და ჭეშმარიტება გადამეცა;+ მართალს გეუბნებით, არ ვცრუობ.
8 მსურს, რომ ყველგან, სადაც მამაკაცები ლოცულობენ, ღვთის ერთგულებით აღვსილნი აღაპყრობდნენ ხელებს ზეცად+ რისხვისა+ და კამათის გარეშე.+
9 აგრეთვე მსურს, რომ ქალები თავს იმკობდნენ არა განსაკუთრებული ვარცხნილობით*, ოქროთი, მარგალიტებითა თუ ძვირფასი სამოსლით, არამედ მოკრძალებული და გონივრულად შერჩეული წესიერი ტანსაცმლით,+
10 ისე, როგორც ღვთისმოშიშ ქალებს შეჰფერით,+ რომლებიც კარგი საქმეებით იმკობენ თავს.
11 ქალმა მდუმარედ ისწავლოს, სრული მორჩილებით.+
12 ქალს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის უფლებას, ჩუმად უნდა იყოს,+
13 ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.+
14 თანაც ადამი კი არ შემცდარა, ქალი შეცდა+ და დანაშაული ჩაიდინა.
15 თუმცა ქალს შვილების გაჩენა+ დაიცავს, თუკი შეინარჩუნებს რწმენას, სიყვარულს, სიწმინდესა და საღ აზროვნებას.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „ნაწნავებით“.