პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ 4:1—16

  • გაფრთხილება დემონური მოძღვრებების შესახებ (1—5).

  • „ქრისტე იესოს კარგი მსახური“ (6—10).

    • ღვთისადმი ერთგულება ფიზიკურ წვრთნაზე უკეთესია (8).

  • „ყოველთვის დაუკვირდი... როგორ ასწავლი“ (11—16).

4  ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვა გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები ბოროტი სულების შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა+ და დემონურ მოძღვრებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას  სინდისდადაღულ მატყუარათა+ თვალთმაქცობის გამო.  ისინი კრძალავენ ქორწინებას+ და უბრძანებენ სხვებს, მოერიდონ საკვებს,+ რომელიც ღმერთმა იმისთვის შექმნა,+ რომ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების საფუძვლიანად მცოდნეებმა მადლიერებით ჭამონ.+  ღვთის შექმნილი ყველაფერი კარგია+ და, თუ მადლიერებით იჭმება, არაფერია უარსაყოფი,+  რადგან ღვთის სიტყვითა და ლოცვით განიწმინდება.  ძმებს რომ ამ რჩევას მისცემ, ქრისტე იესოს კარგი მსახური იქნები, რწმენის სიტყვებითა და იმ ჯანსაღი მოძღვრებით ნასაზრდოები, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვები.+  წმინდის შემბღალავ დედაბრულ ზღაპრებს+ ყურს ნუ ათხოვებ, ღვთისადმი ერთგულებას ესწრაფე და ამაში გაიწაფე,  ვინაიდან, ფიზიკური ვარჯიში თუ მეტ-ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისადმი ერთგულება ყოველმხრივ სასარგებლოა, რადგან სიცოცხლეს მოასწავებს ჩვენთვის ახლაც და მომავალშიც.+  ეს სიტყვები სრულიად სანდო და ბოლომდე სარწმუნოა. 10  ამისთვის ვირჯებით და თავს არ ვზოგავთ,+ რადგან ჩვენ ცოცხალი ღვთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველანაირი ადამიანის,+ განსაკუთრებით კი ერთგულთა, მხსნელია.+ 11  კვლავაც ჩააგონე და ასწავლე მათ ეს ყოველივე. 12  არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო. უფრო მეტიც, სამაგალითო იყავი ერთგულთათვის საუბარში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში. 13  ჩემ მოსვლამდე მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს,+ შეაგონე და ასწავლე. 14  არ უგულებელყო ძღვენი, რომელიც წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა საბჭოს ხელის დადებით მოგეცა.+ 15  იფიქრე ამ ყველაფერზე, გულმოდგინედ აკეთე ეს ყოველივე და ყველასთვის ცხადი იქნება შენი წარმატება. 16  ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი.+ ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც.+

სქოლიოები