მეორე წერილი თესალონიკელების მიმართ 1:1—12

  • მისალმება (1, 2).

  • თესალონიკელების რწმენა ძლიერდება (3—5).

  • ურჩებს სამაგიერო მიეზღვებათ (6—10).

  • ლოცვა კრებისთვის (11, 12).

1  პავლე, სილვანუსი* და ტიმოთე+ ღმერთთან, ჩვენს მამასთან, და უფალ იესო ქრისტესთან ერთობაში მყოფ თესალონიკელთა კრებას:  წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ ღვთისგან, მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან!  თავს მოვალედ მივიჩნევთ, რომ თქვენ გამო მუდამ მადლობას ვწირავდეთ ღმერთს, ძმებო! თქვენ იმსახურებთ ამას, რადგან უფრო და უფრო ძლიერდება თქვენი რწმენა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ.+  ამიტომ ვამაყობთ თქვენით+ ღვთის კრებებში და ვყვებით, რომ მოთმინებითა და რწმენით იტანთ ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს.+  ეს იმის დასტურია, რომ ღმერთი სამართლიანად განსჯის და ამის წყალობით ღვთის სამეფოს ღირსად ჩაითვლებით, რომლისთვისაც იტანჯებით კიდეც.+  რაკი ღმერთი სამართლიანია, ის სამაგიეროს მიუზღავს მათ, ვინც თქვენ გაგდებთ გასაჭირში,+  ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილთ, შვებას მოგგვრით ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო+ ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოცხადდება+  აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ იღებს სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის, იესოს შესახებ.+  ისინი სასჯელად მარადიულ განადგურებას+ დაიტეხენ, მოიკვეთებიან უფლის თვალთაგან და ვეღარ იხილავენ მის დიდებულ ძალას, 10  როცა ის იმისთვის მოვა, რომ თავის წმინდებთან ერთად განდიდდეს და აღაფრთოვანოს მორწმუნენი, რომელთა შორისაც თქვენც იქნებით, ვინაიდან ერწმუნეთ ჩვენ მიერ გადმოცემულ ცნობას. 11  ამიტომ ყოველთვის ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა მოწოდების ღირსად მიგიჩნიოთ+ და თავისი ძალით ბოლომდე მიიყვანოს ყველაფერი, რაც ნებავს, და დააგვირგვინოს თქვენი რწმენის საქმეები, 12  რათა თქვენი მეშვეობით განდიდდეს ჩვენი უფლის, იესოს, სახელი და თქვენც განდიდდეთ მასთან ერთობაში ჩვენი ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული წყალობით.

სქოლიოები

იგივე სილა.