მეორე წერილი თესალონიკელების მიმართ 2:1—17

  • „უკანონობის კაცი“ (1—12).

  • „მტკიცედ იდექით“ (13—17).

2  ძმებო, რაც შეეხება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მოსვლისა*+ და ჩვენი მასთან შეკრების დროს,+ გთხოვთ,  ადვილად არ აგიბნიოთ თავგზა და არ შეგაშფოთოთ არც თითქოსდა ღვთისგან შთაგონებულმა სიტყვებმა,+ არც სიტყვიერად გადმოცემულმა ცნობამ და არც ვითომდა ჩვენგან მიღებულმა წერილმა, თითქოს უკვე დადგაო იეჰოვას* დღე.+  არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ განდგომილება+ არ იჩენს თავს და არ გამოვლინდება უკანონობის კაცი,+ დაღუპვის ძე.+  ის მოწინააღმდეგეა და საკუთარ თავს იმ ყველაფერზე მაღლა აყენებს, რაც ღმერთად ან სათაყვანოდ იწოდება, ღვთის ტაძარში ჯდება და თავი ღმერთად მოაქვს.  ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?!  უკვე იცით, რა აკავებს მას, რომ დროზე ადრე არ გამოვლინდეს.  მისი საიდუმლოებით მოცული უკანონობა უკვე მოქმედებს,+ მაგრამ ეს უკანონობა მაშინ გამოაშკარავდება, როცა შემაკავებელი ძალა აღარ იარსებებს.  მაშინ გამოვლინდება უკანონობის მოქმედი, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავისი ბაგიდან გამოსული ძლევამოსილი სიტყვებით*+ და ბოლოს მოუღებს, როცა იესოს მოსვლა* თვალსაჩინო გახდება.+  მაგრამ უკანონობის მოქმედი სატანის+ ძალით მოდის და ახდენს ყოველგვარ სასწაულს, ცრუ ნიშანსა და საკვირველებას,+ 10  და ყოველგვარი უმართლობით აცდუნებს+ მათ, ვისაც სასჯელად დაღუპვა ელის, რადგან არ შეიყვარეს ჭეშმარიტება, რომ გადარჩენილიყვნენ. 11  ამიტომ ღმერთი უშვებს, რომ მათ სიცრუემ აურიოს გზა-კვალი და დაიჯერონ ტყუილი,+ 12  რათა ყველას, ვინც არ ირწმუნა ჭეშმარიტება და ახარებდა უმართლობა, მსჯავრი დაედოს. 13  თავს მოვალედ მივიჩნევთ, რომ თქვენ გამო მუდამ მადლობას ვწირავდეთ ღმერთს, ძმებო, იეჰოვასთვის* საყვარელნო, რადგან მან დასაბამიდან ამოგირჩიათ+ ხსნისთვის — განგწმინდათ+ თავისი სულით და ჭეშმარიტებისადმი თქვენი რწმენით. 14  მან ამისკენ სასიხარულო ცნობით მოგიწოდათ, რომელსაც ჩვენ ვაუწყებთ, რათა განდიდდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მსგავსად.+ 15  ამიტომ, ძმებო, მტკიცედ იდექით+ და დაიცავით ის ყოველივე, რაც ჩვენგან სიტყვიერად და წერილებით გისწავლიათ.+ 16  დაე თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა+ და თავისი წყალობით მარადიული ნუგეში+ და დიდებული იმედი გვიბოძა, 17  განუგეშოთ და განგამტკიცოთ, რათა ყოველთვის კარგს იქმოდეთ და ამბობდეთ.

სქოლიოები

ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „თავისი ბაგის სულით“.
ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).