მეორე წერილი თესალონიკელების მიმართ 3:1—18
3 დაბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის,+ რომ იეჰოვას* სიტყვა სწრაფად გავრცელდეს+ და განდიდდეს ისე, როგორც თქვენ შორის არის განდიდებული,
2 და, რომ ღმერთმა დაგვიცვას მავნე და ბოროტი ადამიანებისგან,+ რადგან ყველას როდი აქვს რწმენა.+
3 ერთგულია უფალი, ის განგამტკიცებთ და დაგიფარავთ ბოროტისგან.
4 გარდა ამისა, ჩვენ, უფლის მიმდევრებს, გვჯერა, რომ ითვალისწინებთ და კვლავაც გაითვალისწინებთ ჩვენს მითითებებს.
5 დაე უფალი კვლავაც დაგეხმაროთ, რომ გულში ღვთის სიყვარული+ გქონდეთ და ითმენდეთ+ ქრისტესთვის!
6 უფალ იესო ქრისტეს სახელით გაძლევთ მითითებას, ძმებო, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევს+ და ჩვენგან ნასწავლის თანახმად არ იქცევა.+
7 თავადაც იცით, როგორ უნდა მოგვბაძოთ;+ თქვენთან ყოფნისას ჩვენ არც წესრიგი დაგვირღვევია
8 და არც ვისიმე პური გვიჭამია მუქთად,+ პირიქით, დღედაღამ შრომასა და გარჯაში ვიყავით, რომ დიდი ხარჯებით არ დაგვემძიმებინა რომელიმე თქვენგანი.+
9 არა იმიტომ, რომ ამის უფლება არ გვქონდა,+ არამედ იმიტომ, რომ მაგალითი ვყოფილიყავით.+
10 როცა თქვენთან ვიყავით, ასეთი წესი დაგიდგინეთ, ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამსო.+
11 ჩვენამდე ამბავი მოდის, რომ თქვენგან ზოგიერთები წესრიგს არღვევენ:+ ხელს არ ანძრევენ და იმაში ერევიან, რაც არ ეხებათ.+
12 ასეთებს მივუთითებთ და შევაგონებთ უფალ იესო ქრისტეს სახელით, რომ მშვიდად იცხოვრონ და ლუკმაპური საკუთარი შრომით მოიპოვონ.+
13 თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიშლით კარგის კეთებას.
14 მაგრამ, თუკი ვინმე არ ემორჩილება იმას, რასაც ამ წერილში გწერთ, შენიშნული გყავდეთ და ნუღარ გექნებათ მასთან ურთიერთობა,+ რათა შერცხვეს.
15 ოღონდ მტრად არ მიიჩნიოთ, არამედ კვლავაც ძმასავით შეაგონეთ.+
16 თავად მშვიდობის უფალი გაძლევდეთ მშვიდობას ყოველმხრივ და ყოველთვის!+ უფალი იყოს ყოველ თქვენგანთან!
17 მოკითხვას გწერთ მე, პავლე, ჩემი ხელით,+ რითაც ამოიცნობა ჩემი წერილები. აი, ასე ვწერ.
18 უფალ იესო ქრისტეს წყალობა ნუ მოაკლდება ნურცერთ თქვენგანს!
სქოლიოები
^ იხ. დანართი ა5.