მეორე წერილი კორინთელების მიმართ 10:1—18

  • პავლე იცავს თავის მსახურებას (1—18).

    • „ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის“ (4, 5).

10  მე, პავლე, ზოგიერთი თქვენგანის თქმით, თქვენთან ყოფნისას+ სუსტი, ხოლო შორიდან+ გაბედული, ქრისტეს რბილი ხასიათითა+ და სიკეთით გეხვეწებით  და გევედრებით, რომ მანდ ყოფნისას არ მომიწიოს მთელი გაბედულებით მოქმედება და მკაცრი ზომების მიღება ზოგიერთის წინააღმდეგ, რომელთაც ჰგონიათ, რომ ხორციელად ვაზროვნებთ.  ხორციელნი კი ვართ, მაგრამ ხორციელი გზებით არ ვიბრძვით.  ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის,+ არამედ მას ღვთისგან აქვს ძალა+ მიცემული სიმაგრეთა დასამხობად.  მისით ვამხობთ ნებისმიერ ნააზრევს, აგრეთვე ყოველგვარ დაბრკოლებას, რომელიც ღვთის შესახებ ცოდნას ეღობება,+ და ყოველ აზრს ვატყვევებთ და ვუმორჩილებთ ქრისტეს;  ჩვენ მზად ვართ, დავსაჯოთ ნებისმიერი ურჩი,+ როცა დაამტკიცებთ, რომ ყოველმხრივ მორჩილნი ხართ.  თქვენ ყველაფერს თვალით დანახულით აფასებთ. თუ ვინმე დარწმუნებულია, რომ ქრისტეს მსახურია, იმაზეც დაფიქრდეს, რომ, როგორც თვითონ არის ქრისტეს მსახური, ისევე ვართ ჩვენც.  უფალმა მოგვცა ძალაუფლება თქვენ აღსაშენებლად და არა დასანგრევად,+ და ცოტა მეტადაც რომ ვიამაყო ამ ძალაუფლებით, არ შევრცხვები.  მაგრამ არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს თქვენი დაშინება მსურდეს ჩემი წერილებით; 10  ზოგიერთები ამბობენ, წერილებში დამაჯერებელი და ძლიერია, მაგრამ, როცა თვითონ არის აქ, სუსტია და მის სიტყვას ფასი არა აქვსო. 11  ასეთებმა გაითვალისწინონ, რომ, როცა თქვენთან ჩამოვალთ, იმას გავაკეთებთ, რასაც წერილებში გწერთ.+ 12  მათთან რას მოვალთ, თუმცა არც ვედრებით მათ, ვისაც თავი მოაქვთ.+ ისინი საკუთარ თავს თავიანთივე საზომით აფასებენ და საკუთარ თავსვე ადარებენ, რითაც აჩვენებენ, რომ შეუგნებლები არიან.+ 13  ჩვენ კი ვიამაყებთ, მაგრამ ჩვენთვის დადგენილ საზღვრებს არ გავცდებით, არამედ იმ ტერიტორიის საზღვრებში ვიამაყებთ, რომელიც ღმერთმა გამოგვიყო და რომელშიც თქვენც შედიხართ.+ 14  ჩვენ საზღვრებს არ ვცდებით, თქვენთან რომ მოვდივართ, რადგან პირველებმა ჩვენ გაუწყეთ ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობა.+ 15  ჩვენ სხვისი შრომით არ ვამაყობთ ჩვენთვის დადგენილ საზღვრებს მიღმა, არამედ ვიმედოვნებთ, რომ თქვენი რწმენის ზრდასთან ერთად ჩვენი შრომის ნაყოფიც გაიზრდება ჩვენი ტერიტორიის ფარგლებში. მაშინ უფრო მეტად ვიუხვებთ, 16  როცა თქვენს საზღვრებს იქითაც გავაცხადებთ სასიხარულო ცნობას, რათა ვინმეს ნაშრომით არ ვიამაყოთ მათივე ტერიტორიაზე. 17  როგორც დაწერილია: „ვინც ამაყობს, იეჰოვათი* იამაყოს“,+ 18  რადგან მოსაწონია ის, ვისაც თავად იეჰოვა* იწონებს,+ და არა ის, ვინც თავს იწონებს.+

სქოლიოები