მეორე წერილი კორინთელების მიმართ 2:1—17

  • პავლეს არ სურს, რომ კვლავ დაამწუხროს ძმები (1—4).

  • კრების წევრებს უნდა ეპატიებინათ შემცოდველისთვის და აღედგინათ (5—11).

  • პავლე ტროასა და მაკედონიაში (12, 13).

  • მსახურება საზეიმო სვლასავითაა (14—17).

    • „ღვთის სიტყვით არ ვვაჭრობთ“ (17).

2  გადავწყვიტე, თქვენთან რომ მოვალ, აღარ დაგამწუხროთ,  რადგან, თუ თქვენ დაგამწუხრებთ, ვინღა გამიხალისებს გულს?!  აქამდე იმიტომ მოგწერეთ, რომ თქვენთან მოსული არ დავმწუხრებულიყავი მათ გამო, ვისითაც უნდა გამეხარა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ რაც მე მახარებს, თქვენც ის გახარებთ.  დიდი წუხილით, გულისტკივილითა და ცრემლებით იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ დამემწუხრებინეთ,+ არამედ გცოდნოდათ, როგორ მიყვარხართ.  თუ ვინმე მწუხარების მიზეზი გახდა,+ მხოლოდ მე კი არ მექცა მწუხარების მიზეზად, არამედ, მეტ-ნაკლებად, თითოეულ თქვენგანს, თუმცა არ მინდა, ამაზე ზედმეტად გავამახვილო ყურადღება.  მას ისიც ეყოფა, უმრავლესობამ რომ გაკიცხა;  ასე რომ, პირიქით, ახლა მთელი გულით უნდა აპატიოთ მას და ანუგეშოთ,+ რათა დარდმა არ შთანთქას.+  ამიტომ მოგიწოდებთ, რომ თქვენს სიყვარულში დაარწმუნოთ იგი.+  კიდევ იმიტომ მოგწერეთ, რომ დავრწმუნებულიყავი, ყოველმხრივ მორჩილნი ხართ თუ არა. 10  თუ თქვენ აპატიებთ ვინმეს, მეც ვაპატიებ. და, თუ მე მიპატიებია ვინმესთვის რამე, თქვენი გულისთვის მიპატიებია, ქრისტეა მოწმე; 11  და ეს იმიტომ, რომ სატანამ არ გვაჯობოს,+ რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.+ 12  როცა ტროაში+ ჩავედი ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის საუწყებლად და გზაც გამეხსნა უფლის საქმის შესასრულებლად, 13  შვება არ მიგრძვნია, რადგან ვერ ვნახე ჩემი ძმა ტიტე,+ ამიტომ იქაურ მოწაფეებს გამოვემშვიდობე და მაკედონიაში გავემგზავრე.+ 14  მადლობა ღმერთს, რომელიც საზეიმო სვლით მიგვიძღვის ქრისტესთან ერთად და ჩვენი მეშვეობით ყველგან ავრცელებს თავის შესახებ ცოდნას, როგორც საამო სურნელებას! 15  ჩვენ საამო სურნელებასავით ვართ ღვთისთვის, რომელიც იფრქვევა როგორც გადარჩენის, ისე დაღუპვის გზებზე მდგომთათვის. 16  ეს სურნელება ამ უკანასკნელთათვის სიკვდილის სურნელებასავითაა, რომელიც სიკვდილს მოასწავებს,+ პირველთათვის კი — სიცოცხლის სურნელებაა, სიცოცხლის მომასწავებელი. ვინ ივარგებს ამ მსახურებისთვის? 17  ჩვენ, რადგან ღვთის სიტყვით კი არ ვვაჭრობთ,+ როგორც მრავალნი, არამედ გულწრფელად ვქადაგებთ, როგორც ღვთის გამოგზავნილნი, ღვთის წინაშე და ქრისტესთან ერთობაში!

სქოლიოები