მეორე წერილი კორინთელების მიმართ 3:1—18
3 ნუთუ კვლავ უნდა წარგიდგინოთ ჩვენი თავი?! თუ ზოგიერთივით საშუამავლო წერილები გვჭირდება თქვენთვის ან თქვენგან?!
2 თქვენ თვითონ ხართ ჩვენი წერილი,+ ჩვენს გულისფიცარზე დაწერილი, რომელიც ყველამ იცის და რომელსაც ყველა კითხულობს.
3 აშკარაა, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, ღვთის მსახურთა მიერ დაწერილი,+ არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფილებზე დაწერილი,+ არამედ ხორციელ ფილებზე — გულისფიცარზე.+
4 ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით დაგვარწმუნა ამაში.
5 იმას არ ვამბობ, რომ, თუკი მსახურებისთვის გამოსადეგნი ვართ, ჩვენით ვართ, არამედ ღმერთი გვხდის გამოსადეგს;+
6 მან ახალი შეთანხმების მსახურებისთვის გაგვხადა გამოსადეგი,+ არა დაწერილი კანონის მსახურებისთვის,+ არამედ სულის მსახურებისთვის, რადგან დაწერილი კანონი სასიკვდილო მსჯავრს სდებს კაცს,+ სული კი აცოცხლებს.+
7 თუკი ქვებზე ამოტვიფრული კანონი,+ რომელსაც სასიკვდილო მსჯავრი გამოაქვს, ისეთი დიდებით გაცხადდა, რომ ისრაელები ვეღარ უყურებდნენ დიდებით გაბრწყინებულ მოსეს სახეს,+ თუმცა ეს დიდება წარმავალი იყო,
8 რამდენად უფრო დიდებულია+ სულის მსახურება!+
9 თუ კანონი, რომელსაც მსჯავრი გამოაქვს,+ დიდებული იყო,+ ის, რაც გამართლებას ემსახურება, ხომ ბევრად დიდებულია!+
10 მას, რაც ერთ დროს დიდებული იყო, წაერთვა დიდება მასზე აღმატებული დიდების გამო.+
11 მაშ, თუკი ის, რაც უნდა გაუქმებულიყო, ასეთი დიდებით გაცხადდა,+ რამდენად უფრო დიდებულია ის, რაც რჩება!+
12 რაკი ასეთი იმედი გვაქვს,+ დიდი სითამამით ვლაპარაკობთ,
13 და ისე არ ვიქცევით, როგორც მოსე, რომელიც სახეზე რიდეს იფარებდა,+ რათა ისრაელებს არ ეხილათ იმის დასასრული, რაც უნდა გაუქმებულიყო,
14 რადგან მათ გონება დაუჩლუნგდათ.+ დღემდე, როცა ძველი შეთანხმება იკითხება,+ ეს რიდე კვლავ გონებაზე აქვთ ჩამოფარებული, ვინაიდან ის მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით უქმდება,+
15 და დღემდე, როცა მოსეს წიგნებს კითხულობენ,+ მათ რიდე გულზეც აქვთ ჩამოფარებული,+
16 მაგრამ, როცა იეჰოვას* უბრუნდებიან, რიდე ეხდებათ.+
17 იეჰოვა* სულია+ და სადაც იეჰოვას* სულია, იქ თავისუფლებაა.+
18 ჩვენ ყველანი, რიდეახდილნი, სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას* დიდებას, მისი ანარეკლი ვხდებით და ამგვარად, უფრო მეტად ვირეკლავთ ღვთის დიდებას და ეს ზუსტად იეჰოვას*, სულის*, მოქმედებისამებრ ხდება.+
სქოლიოები
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ ან შესაძლოა: „იეჰოვას სულის“.