მეორე წერილი კორინთელების მიმართ 4:1—18
4 ჩვენთვის მონდობილი მსახურება ღვთის მიერ ბოძებული წყალობაა, ამიტომ სულით არ ვეცემით.
2 ჩვენ შევიძულეთ ფარული სამარცხვინო საქმეები, არც მზაკვრულად ვიქცევით და არც ღვთის სიტყვას ვაყალბებთ,+ არამედ ჭეშმარიტებას ვაცხადებთ და ამგვარად ჩვენი საქციელით ღვთის წინაშე ყველა ადამიანს სინდისს ვუღვიძებთ.+
3 თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც დაღუპვის გზას ადგას,
4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების* ღმერთმა+ დაუბრმავა გონება,+ რათა მათზე არ ებრწყინა+ ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც ღვთის ანარეკლია.+
5 ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია, ჩვენ კი — თქვენი მონები იესოს გულისთვის.
6 ღმერთმა თქვა: „სინათლემ გამოანათოს სიბნელიდან“,+ და გული გაგვინათა+ თავის შესახებ დიდებული ცოდნით, ქრისტეს სახეზე რომ აირეკლა.
7 ეს განძი+ ჩვენ თიხის ჭურჭელში+ გვაქვს, რათა ცხადი იყოს, რომ ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგანაა.+
8 ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არ ვართ, განძრევა რომ არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილნი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არ ვართ;+
9 დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი;+ გათელილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.+
10 იესოს მსგავსად ჩვენი სიცოცხლეც მუდმივად საფრთხეშია,+ რათა ჩვენც მის მსგავსად ვიცხოვროთ.
11 იესოს გულისთვის ჩვენ, ცოცხლები, მუდამ სიკვდილს ვუყურებთ თვალებში,+ რათა ჩვენც მის მსგავსად ვიცხოვროთ.
12 ამიტომ ის, რაც ჩვენ სიკვდილის საფრთხეს გვიქმნის, თქვენთვის სიცოცხლეს მოასწავებს.
13 სწორედ ისეთი რწმენა გვაქვს, რომელზეც წერია: „ჩემი რწმენა მალაპარაკებდა“.+ ჩვენც გვწამს და იმიტომ ვლაპარაკობთ,
14 ვინაიდან ვიცით, რომ ვინც იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს, რომ იესოსთან ერთად ვიყოთ, და თქვენთან ერთად წარგვადგენს მის წინაშე.+
15 ეს ყოველივე თქვენ სასიკეთოდაა, რათა უფრო მეტმა შესწიროს მადლობა ღმერთს განსადიდებლად და შედეგად წყალობამაც იუხვოს.+
16 ამიტომ სულით არ ვეცემით და მაშინაც კი, თუ გარეგნულად ვჭკნებით, შინაგანად დღითი დღე ვახლდებით.
17 ეს გასაჭირი უმნიშვნელო და ხანმოკლეა, მაგრამ მას ჩვენთვის მარადიული დიდება მოაქვს, რომელსაც ვერაფერი შეედრება;+
18 ჩვენ ხილულს კი არ ვაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს,+ ვინაიდან ხილული დროებითია, უხილავი კი — მარადიული.
სქოლიოები
^ ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).