მატიანე — წიგნი მეორე 10:1—19
-
ისრაელი უჯანყდება რობოამს (1—19).
10 წავიდა რობოამი შექემში,+ რადგან მთელ ისრაელს შექემში მოეყარა თავი მის გასამეფებლად.+
2 მას შემდეგ, რაც ამის შესახებ იერობოამმა,+ ნებატის ძემ, შეიტყო (მეფე სოლომონისგან გაქცეული ჯერ კიდევ ეგვიპტეს აფარებდა თავს),+ მაშინვე დაბრუნდა ეგვიპტიდან.
3 მოუხმეს იერობოამს. ისიც გამოცხადდა მთელ ისრაელთან ერთად, და უთხრა რობოამს:
4 „მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა;+ შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დაკისრებული მძიმე სამუშაო და დადგმული მძიმე უღელი, და გემსახურებით!“
5 მან მიუგო: „სამ დღეში დაბრუნდით!“ ხალხიც წავიდა.+
6 მეფე რობოამმა რჩევა ჰკითხა უხუცესებს, რომლებიც მთელი სიცოცხლე მამამისს, სოლომონს, ემსახურებოდნენ: „რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?“
7 მათ მიუგეს: „თუ ამ ხალხს კარგად მოექცევი, აამებ და ტკბილად დაელაპარაკები, ყოველთვის შენი მსახურები იქნებიან!“
8 მაგრამ მან ყურად არ იღო უხუცესების რჩევა და თავის მსახურებს, მასთან შეზრდილ ახალგაზრდებს, ჰკითხა:+
9 „რას მირჩევთ, რა ვუპასუხოთ ამ ხალხს, რომელიც მეუბნება, შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დადგმული უღელიო?“
10 მასთან შეზრდილმა ახალგაზრდებმა მიუგეს: «აი, რა უთხარი ხალხს, რომ გეუბნებიან, მამაშენმა დაგვიმძიმა უღელი, შენ კი შეგვიმსუბუქეო: „ჩემი ნეკი მამაჩემის თეძოზე მსხვილი იქნება;
11 მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ; მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე შოლტებით* დაგსჯით!“»
12 მესამე დღეს იერობოამი მთელ ხალხთან ერთად მივიდა რობოამთან, როგორც მეფეს ჰქონდა ნათქვამი, სამ დღეში დაბრუნდითო ჩემთან.+
13 მეფემ მათ მკაცრად უპასუხა. ყური არ უგდო მეფე რობოამმა უხუცესების რჩევას
14 და ისე უპასუხა, როგორც ახალგაზრდებმა ურჩიეს: „მე უფრო დაგიმძიმებთ უღელს! მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე შოლტებით დაგსჯით!“
15 არ მოუსმინა მეფემ ხალხს, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება,+ რომ შესრულებულიყო იეჰოვას სიტყვა, რომელიც შილოელი ახიას+ პირით ჰქონდა ნათქვამი იერობოამისთვის, ნებატის ძისთვის.
16 როცა მთელმა ისრაელმა დაინახა, რომ მეფემ არ შეისმინა მათი თხოვნა, უთხრეს მეფეს: „რა ხელი გვაქვს დავითთან ანდა რაში გვარგია იესეს ძის მემკვიდრეობა?! ყველა თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ, ისრაელო! შენ თვითონ მიხედე შენს სამკვიდროს, დავით!“+ ამის შემდეგ მთელი ისრაელი თავ-თავიანთი სახლებისკენ გაეშურა.+
17 რობოამი მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელებზე მეფობდა.+
18 გაგზავნა მეფე რობოამმა სავალდებულო სამუშაოს შემსრულებელთა ზედამხედველი ჰადორამი,+ მაგრამ ის ისრაელებმა ჩაქოლეს, თავად მეფემ კი მოახერხა ეტლში ასვლა და იერუსალიმში გაქცევა.+
19 განუდგნენ ისრაელები დავითის საგვარეულოს და ეს დღემდე ასეა.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „მორიელებით“. სავარაუდოდ, იგულისხმება შოლტი, რომელსაც ბასრი ბოლოები ჰქონდა.