მატიანე — წიგნი მეორე 11:1—23

  • რობოამის მეფობა (1—12).

  • ერთგული ლევიანები იუდაში გადადიან საცხოვრებლად (13—17).

  • რობოამის ოჯახი (18—23).

11  იერუსალიმში ჩასვლისთანავე შეკრიბა რობოამმა იუდასა და ბენიამინის+ შთამომავლები, 180 000 რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს და სამეფო რობოამისთვის დაებრუნებინათ.+  მაშინ იეჰოვას სიტყვა ეუწყა შემაიას,+ ღვთის კაცს:  «უთხარი იუდას მეფე რობოამს, სოლომონის ძეს, და იუდასა და ბენიამინში მყოფ მთელ ისრაელს,  აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ნუ შეებრძოლებით თქვენს მოძმეთ. თითოეული თქვენ-თქვენ სახლებში დაბრუნდით, რადგან ეს ჩემი ნებით მოხდა“».+ ისინიც დაემორჩილნენ იეჰოვას და აღარ შებრძოლებიან იერობოამს.  ცხოვრობდა რობოამი იერუსალიმში და ამაგრებდა ქალაქებს იუდაში.  მან გაამაგრა: ბეთლემი,+ ეტამი, თეკოა,+  ბეთ-ცური, სოქო,+ ადულამი,+  გათი,+ მარეშა, ზიფი,+  ადორაიმი, ლაქიში,+ აზეკა,+ 10  ცორა, აიალონი+ და ხებრონი+ — გამაგრებული ქალაქები იუდასა და ბენიამინის მიწებზე. 11  მან გაამაგრა გალავნიანი ქალაქები, დაუყენა მეთაურები და საჭმლით, ზეთითა და ღვინით მოამარაგა; 12  ქალაქები დიდი ფარებითა და შუბებით მოამარაგა და საგულდაგულოდ გაამაგრა. იუდასა და ბენიამინის მკვიდრნი კვლავაც მას ემორჩილებოდნენ. 13  მთელ ისრაელში მცხოვრები მღვდლები და ლევიანები ჩავიდნენ თავ-თავიანთი მხარეებიდან და გვერდით დაუდგნენ მას. 14  მიატოვეს ლევიანებმა თავიანთი სამკვიდროები და საძოვრები+ და იუდაში, იერუსალიმში, ჩავიდნენ, რადგან იერობოამი და მისი ვაჟები უშლიდნენ მათ იეჰოვასთვის მღვდელმსახურებას.+ 15  დააყენა იერობოამმა ქურუმები სათაყვანო მაღლობებზე+ თხისმაგვარი ღვთაებებისა*+ და თავისი გაკეთებული ხბოების თაყვანსაცემად.+ 16  მღვდლებსა და ლევიანებს მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან ისინი, ვისაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ისრაელის ღვთის, იეჰოვას, მსახურება, და იერუსალიმში ჩავიდნენ თავიანთი მამა-პაპის ღვთისთვის, იეჰოვასთვის, მსხვერპლის შესაწირავად.+ 17  სამი წლის განმავლობაში განამტკიცებდნენ იუდაში სოლომონის ძის, რობოამის, მეფობას და მხარს უჭერდნენ მას, რადგან სამი წელი მიჰყვებოდნენ დავითისა და სოლომონის ნაკვალევს. 18  რობოამმა ცოლად შეირთო მახალათი, რომელიც იყო დავითის ვაჟის, იერიმოთისა, და იესეს ვაჟ ელიაბის+ ასულის, აბიჰაილის, ასული. 19  გაუჩინა მან რობოამს ვაჟები: იეუში, შემარია და ზაჰამი. 20  მერე შეირთო მააქა, აბესალომის+ შვილიშვილი. მან რობოამს გაუჩინა: აბია,+ ათაი, ზიზა და შელომითი. 21  რობოამს სხვა ცოლებსა და ხარჭებზე+ მეტად უყვარდა აბესალომის შვილიშვილი მააქა. მას 18 ცოლი და 60 ხარჭა ჰყავდა; მათ რობოამს 28 ვაჟი და 60 ასული გაუჩინეს. 22  რობოამმა მააქას ვაჟი აბია დაუყენა მის მოძმეებს თავკაცად და წინამძღოლად, რადგან მის გამეფებას აპირებდა; 23  თუმცა მეფე გონივრულად მოიქცა და თავისი ზოგიერთი ვაჟი იუდასა და ბენიამინის ყოველ კუთხეში, ყოველ გამაგრებულ ქალაქში,+ გაგზავნა; უხვად მისცა მათ სარჩო და მრავალი ცოლი შერთო.

სქოლიოები

შესაძლოა ისრაელებს ისინი თხისმაგვარ ბალნიან არსებებად ჰყოლოდათ წარმოდგენილი.