მატიანე — წიგნი მეორე 5:1—14

  • ტაძრის მიძღვნის სამზადისი (1—14).

    • კიდობანი ტაძარში გადააქვთ (2—10).

5  სოლომონმა დაასრულა იეჰოვას ტაძრის ყველა სამუშაო.+ მან ტაძარში მიიტანა მამამისის, დავითის მიერ განწმენდილი ნივთები;+ ღვთის ტაძრის საგანძურში დააწყო ოქრო-ვერცხლი ყველა ნივთთან ერთად.+  შეკრიბა სოლომონმა ისრაელის უხუცესები — ისრაელის ტომთა და შტოთა თავკაცები. ჩავიდნენ ისინი იერუსალიმში, რათა სიონიდან, დავითის ქალაქიდან,+ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი წამოეღოთ.+  თავი მოიყარეს ისრაელებმა მეფესთან მე-7 თვის დღესასწაულზე*.+  მოვიდნენ ისრაელის უხუცესები და წაიღეს ლევიანებმა კიდობანი.+  წაიღეს კიდობანი, შეხვედრის კარავი+ და წმინდა ნივთები, რაც კარავში იყო; მღვდლებმა და ლევიანებმა წაიღეს ისინი.  შეთანხმებისამებრ, მეფე სოლომონი და მთელი ისრაელი კიდობნის წინ შეიკრიბნენ და იმდენი ცხვარ-ძროხა შესწირეს,+ რომ თვლა არ ჰქონდა.  ამის შემდეგ მღვდლებმა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი თავის ადგილზე, ტაძრის შიდა ოთახში, წმინდათაწმინდაში, შეიტანეს და ქერუბიმების ფრთებქვეშ მოათავსეს.+  ქერუბიმებს ფრთები კიდობნის ზემოთ ჰქონდათ აწვდილი და ფრთებით კიდობანსა და მის კეტებს+ ფარავდნენ.  კეტები ისეთი გრძელი იყო, რომ მათი ბოლოები წმინდიდან მოჩანდა, რომელიც შიდა ოთახის წინ იყო, თუმცა გარედან კეტები არ ჩანდა. ისინი დღემდე იქ არის. 10  კიდობანში არაფერი იდო იმ ორი ფილის გარდა, რომლებიც მოსემ ჩადო ხორებთან+ ყოფნისას მაშინ, როცა ისრაელები ეგვიპტიდან გამოვიდნენ+ და იეჰოვამ შეთანხმება+ დაუდო მათ. 11  გამოვიდნენ მღვდლები წმინდა ადგილიდან (იქ მყოფი მღვდლები, განურჩევლად ჯგუფისა,+ უკვე განწმენდილიყვნენ),+ 12  სამსხვერპლოს აღმოსავლეთით კი ძვირფას სამოსელში გამოწყობილი ლევიანი მგალობლები+ იდგნენ, რომელთაც ასაფი,+ ჰემანი,+ იედუთუნი,+ მათი ვაჟები და ძმები ხელმძღვანელობდნენ, და ხელში წინწილები, ქნარები და სხვა სიმებიანი საკრავები ეჭირათ; მათთან ერთად 120 მღვდელიც აყვირებდა საყვირს.+ 13  როგორც კი მესაყვირეებმა და მგალობლებმა ერთხმად შეასხეს ხოტბა იეჰოვას და მადლობა შესწირეს მას, აახმიანეს საყვირები, წინწილები და სხვა საკრავები, და განადიდეს იეჰოვა, კარგია იგი, მარადიული და ურყევიაო მისი სიყვარული*,+ იეჰოვას ტაძარი ღრუბელმა აავსო.+ 14  ვერ შეძლეს მღვდლებმა მსახურების გაგრძელება, რადგან იეჰოვას დიდებას აევსო ღვთის ტაძარი.+

სქოლიოები

იგულისხმება კარვობის დღესასწაული.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).