მეფეები — წიგნი მეორე 1:1—18
-
ელია ახაზიას სიკვდილს წინასწარმეტყველებს (1—18).
1 ახაბის სიკვდილის შემდეგ მოაბი+ ისრაელს აუჯანყდა.
2 ერთ დღეს ახაზიას სამარიაში თავისი სასახლის ზედა ოთახის ცხაურა ჩაემტვრა, ჩავარდა და დაშავდა. მან გაგზავნა მაცნეები და დააბარა: „წადით, დაეკითხეთ ბაალ-ზებუბს, ეკრონის+ ღმერთს, გამოვკეთდები თუ არა“.+
3 უთხრა იეჰოვას ანგელოზმა თიშბელ ელიას:+ «ადექი, წადი, შეხვდი სამარიის მეფის მაცნეებს და უთხარი: „ნუთუ არ არის ღმერთი ისრაელში, ეკრონის ღმერთ+ ბაალ-ზებუბთან რომ მიდიხართ საკითხავად?!
4 ამიტომ იეჰოვა ამბობს: „ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ; მოკვდები!“» ელიაც წავიდა.
5 მაცნეები რომ დაბრუნდნენ, მეფემ ჰკითხა მათ: „რატომ დაბრუნდით?“
6 მათ მიუგეს: «ერთი კაცი შემოგვხვდა და გვითხრა, წადით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ, და უთხარით, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ნუთუ არ არის ღმერთი ისრაელში, ეკრონის ღმერთ ბაალ-ზებუბთან რომ გზავნი შენს ხალხს საკითხავად?! ამიტომ ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ; მოკვდები!“»+
7 მან ჰკითხა: „როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, თქვენ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“
8 მათ მიუგეს: „ბეწვის სამოსი ემოსა+ და ტყავის სარტყელი ერტყა წელზე“.+ მან მაშინვე თქვა: „თიშბელი ელია ყოფილა“.
9 მეფემ მას ორმოცდაათისთავი გაუგზავნა 50 ჯარისკაცთან ერთად. მივიდა ის ელიასთან; ელია მთის წვერზე იჯდა. მან უთხრა: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო,+ მეფემ შემოგითვალა, ჩამოვიდესო!“
10 მიუგო ელიამ ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთის კაცი ვარ, ციდან მოვლენილმა ცეცხლმა+ გშთანთქათ შენც და შენი 50 ჯარისკაციც!“ მოევლინა ცეცხლი ციდან და შთანთქა ისიც და მისი 50 ჯარისკაციც.
11 გაუგზავნა მეფემ ელიას მეორე ორმოცდაათისთავი 50 ჯარისკაცთან ერთად. მან უთხრა მას: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო, მეფემ შემოგითვალა, სასწრაფოდ ჩამოვიდესო!“
12 ელიამ მიუგო: „თუ მე ჭეშმარიტი ღვთის კაცი ვარ, ციდან მოვლენილმა ცეცხლმა გშთანთქათ შენც და შენი 50 ჯარისკაციც!“ მოავლინა ღმერთმა ცეცხლი ციდან და შთანთქა ისიც და მისი 50 ჯარისკაციც.
13 მესამე ორმოცდაათისთავიც გაგზავნა მეფემ 50 ჯარისკაცთან ერთად. ავიდა იგი, მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, წყალობას სთხოვდა და ეუბნებოდა: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო, გთხოვ, ფასი დასდე ჩემსა და შენი 50 მსახურის სიცოცხლეს.
14 ციდან მოვლენილმა ცეცხლმა უკვე შთანთქა ორი ორმოცდაათისთავი 50-50 ჯარისკაცთან ერთად; გთხოვ, ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს!“
15 იეჰოვას ანგელოზმა ელიას უთხრა: „გაჰყევი, არ შეგეშინდეს მისი!“ ისიც ადგა და გაჰყვა მას მეფესთან.
16 ელიამ მეფეს უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა: „ნუთუ არ არის ღმერთი ისრაელში,+ მაცნეები ეკრონის+ ღმერთ ბაალ-ზებუბთან რომ გაგზავნე?! რატომ ღმერთს არ დაეკითხე?! ამიტომ ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ; მოკვდები!“»
17 მოკვდა იგი, როგორც იეჰოვამ გააცხადა ელიას პირით; ვაჟი არ ჰყავდა მას, ამიტომ მის შემდეგ იეჰორამი*+ გამეფდა იუდას მეფე იეჰოშაფატის ვაჟის, იეჰორამის,+ მეფობის მეორე წელს.
18 ახაზიას+ დანარჩენი საქმეები ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
სქოლიოები
^ ახაზიას ძმა.