მეფეები — წიგნი მეორე 15:1—38

  • იუდას მეფე აზარია (1—7).

  • ისრაელის ბოლო მეფეები: ზაქარია (8—12), შალუმი (13—16), მენახემი (17—22), ფეკახია (23—26), ფეკახი (27—31).

  • იუდას მეფე იოთამი (32—38).

15  ისრაელის მეფე იერობოამის მეფობის 27-ე წელს იუდას მეფე ამაციას+ ვაჟი აზარია*+ გამეფდა.+  იგი 16 წლის გამეფდა და 52 წელი იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია.  მამამისის, ამაციას მსგავსად ისიც სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში.+  თუმცა სათაყვანო მაღლობები არ იყო გაუქმებული;+ ხალხი კვლავ მაღლობებზე წვავდა და აბოლებდა შესაწირავს.+  იეჰოვამ უბედურება დაატეხა მეფეს;+ იგი სიკვდილამდე კეთროვანი იყო და ცალკე სახლში ცხოვრობდა.+ სასახლეს მეფის ვაჟი იოთამი განაგებდა,+ ის უჩენდა სამართალს იმ მიწის მკვიდრთ.+  აზარიას+ დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.  განისვენა აზარიამ და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით+ დავითის ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი იოთამი გამეფდა.  იუდას მეფე აზარიას+ მეფობის 38-ე წელს იერობოამის ვაჟი ზაქარია+ გამეფდა სამარიაში ისრაელზე და 6 თვე მეფობდა.  ბოროტებას იქმოდა იეჰოვას თვალში თავისი მამა-პაპის მსგავსად. ის იმავე ცოდვას სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 10  მას იაბეშის ვაჟმა შალუმმა შეთქმულება მოუწყო, მოკლა იბლეამში+ და მის ნაცვლად გამეფდა.+ 11  ზაქარიას დანარჩენი საქმეები ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 12  ასე შესრულდა იეჰოვას მიერ იეჰუსთვის ნათქვამი, მეოთხე თაობამდე ისხდებიანო შენი შთამომავლები+ ისრაელის ტახტზე.+ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. 13  იუდას მეფე უზიას+ მეფობის 39-ე წელს იაბეშის ვაჟი შალუმი გამეფდა და ერთი თვე იმეფა სამარიაში. 14  თირციდან+ გადის ვაჟი მენახემი მოვიდა სამარიაში, მოკლა იაბეშის ვაჟი შალუმი+ და მის ნაცვლად თავად გამეფდა. 15  შალუმის დანარჩენ საქმეებსა და მის მიერ მოწყობილ შეთქმულებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 16  მენახემმა, რომელიც თირციდან მოვიდა, გაანადგურა თიფსახი, მთელი მისი შემოგარენი და ყველა იქ მყოფი, რადგან არ გაუღეს მას კარიბჭეები. გაანადგურა მთელი თიფსახი და გაფატრა ყველა ორსული. 17  იუდას მეფე აზარიას მეფობის 39-ე წელს ისრაელზე გადის ვაჟი მენახემი გამეფდა და 10 წელი მეფობდა ის სამარიიდან. 18  ბოროტებას იქმოდა იეჰოვას თვალში და მთელი თავისი სიცოცხლე იმ ცოდვას სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 19  გაილაშქრა ასურეთის მეფე ფულმა+ ისრაელზე. მისცა მენახემმა ფულს 1 000 ტალანტი* ვერცხლი, სანაცვლოდ კი მხარდაჭერა სთხოვა მეფობის განსამტკიცებლად.+ 20  ეს ვერცხლი მენახემმა მდიდარი კაცებისგან ააგროვა ისრაელში.+ თითოს 50 შეკელი* ვერცხლი გამოართვა და მისცა ასურეთის მეფეს, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა ასურეთის მეფე, არ გაჩერებულა ქვეყანაში. 21  მენახემის+ დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 22  ბოლოს განისვენა მენახემმა თავისი მამა-პაპის გვერდით. მის შემდეგ მისი ვაჟი ფეკახია გამეფდა. 23  იუდას მეფე აზარიას მეფობის 50-ე წელს სამარიაში ისრაელზე მენახემის ვაჟი ფეკახია გამეფდა და 2 წელი მეფობდა. 24  ბოროტებას იქმოდა იგი იეჰოვას თვალში და იმავე ცოდვას სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 25  მისმა მხლებელმა, რემალიას ვაჟმა ფეკახმა+ შეთქმულება მოუწყო მას და თავს დაესხა სამარიაში მეფის სასახლის გამაგრებულ კოშკში, სადაც არგობთან და არიესთან ერთად იყო. ფეკახს თან ახლდა 50 გალაადელი; მოკლა მან მეფე და მის ნაცვლად გამეფდა. 26  ფეკახიას დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 27  იუდას მეფე აზარიას მეფობის 52-ე წელს სამარიაში რემალიას ვაჟი ფეკახი+ გამეფდა ისრაელზე და 20 წელი მეფობდა. 28  ბოროტებას იქმოდა იგი იეჰოვას თვალში და იმავე ცოდვას სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 29  ისრაელის მეფე ფეკახის მეფობის დროს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერმა+ დაიპყრო იონი, აბელ-ბეთ-მააქა,+ იანოახი, კედეში,+ ხაცორი, გალაადი+ და გალილეა, მთელი ნაფთალის მიწა,+ და ტყვედ წაიყვანა ხალხი ასურეთში.+ 30  შემდეგ ელაჰის ვაჟმა ჰოშეამ+ შეთქმულება მოუწყო ფეკახს, რემალიას ვაჟს, და მოკლა იგი; მის ნაცვლად თავად გამეფდა უზიას ვაჟის, იოთამის,+ მეფობის მე-20 წელს. 31  ფეკახის დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 32  ისრაელის მეფის, ფეკახის, რემალიას ვაჟის, მეფობის მეორე წელს იუდას მეფე უზიას+ ვაჟი იოთამი+ გამეფდა. 33  ის 25 წლის გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.+ 34  სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის, უზიას მსგავსად.+ 35  თუმცა სათაყვანო მაღლობები არ იყო გაუქმებული; ხალხი კვლავაც მაღლობებზე წვავდა და აბოლებდა შესაწირავს.+ სწორედ მან ააშენა იეჰოვას ტაძრის ზემო კარიბჭე.+ 36  იოთამის დანარჩენი საქმეები იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 37  იმ დროს აუმხედრა იეჰოვამ იუდას+ სირიის მეფე რეცინი და რემალიას ვაჟი ფეკახი.+ 38  ბოლოს განისვენა იოთამმა და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, დავითის, თავისი წინაპრის, ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზი გამეფდა.

სქოლიოები

ნიშნავს: „იეჰოვა დაეხმარა“. იგივე უზია 2 მეფეების 15:13-ში, 2 მატიანის 26:1—23-ში, ესაიას 6:1-სა და ზაქარიას 14:5-ში.
ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.