მეფეები — წიგნი მეორე 23:1—37

  • იოშია ძირეულ ცვლილებებს ახდენს (1—20).

  • ხალხი პასექს აღნიშნავს (21—23).

  • იოშია კვლავ ახდენს ცვლილებებს (24—27).

  • იოშიას სიკვდილი (28—30).

  • იუდას მეფე იეჰოახაზი (31—33).

  • იუდას მეფე იეჰოიაკიმი (34—37).

23  გაგზავნა მეფემ ხალხი იუდასა და იერუსალიმის უხუცესებთან და თავისთან მოუხმო.+  გაემართა მეფე იეჰოვას ტაძრისკენ იუდასტომელებთან, იერუსალიმის მკვიდრებთან, მღვდლებთან და წინასწარმეტყველებთან — მთელ ხალხთან, დიდსა თუ პატარასთან — ერთად. დაიწყო მათ გასაგონად იეჰოვას ტაძარში ნაპოვნი+ შეთანხმების+ წიგნის+ კითხვა.  დადგა მეფე სვეტთან და აღუთქვა იეჰოვას,+ რომ უერთგულებდა იეჰოვას, მთელი სულითა და გულით დაიცავდა მის მცნებებს, მითითებებსა* და წესებს, და შეასრულებდა წიგნში ჩაწერილ შეთანხმებას; ხალხმაც დადო პირობა.+  უბრძანა მეფემ მღვდელმთავარ ხილკიას,+ სხვა მღვდლებსა და კარის მცველებს, რომ იეჰოვას ტაძრიდან გამოეტანათ ბაალისთვის, სათაყვანო ბოძისთვის+ და ცის მთელი ლაშქრისთვის გაკეთებული ნივთები. დაწვა მან ისინი იერუსალიმის გარეთ კედრონის ტერასებზე, მათი ნაცარი კი ბეთელში წაიღო.+  მან დაითხოვა ქურუმები, იუდას მეფეებს რომ ჰყავდათ დანიშნული შესაწირავის დასაწვავად და ასაბოლებლად მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში, აგრეთვე ისინი, ვინც მსხვერპლს სწირავდნენ ბაალს, მზეს, მთვარეს, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებსა და ცის მთელ ლაშქარს.+  მან გამოიტანა იეჰოვას ტაძრიდან სათაყვანო ბოძი,+ გაიტანა იერუსალიმის გარეთ კედრონის ხევში, და იქ დაწვა,+ ფერფლად აქცია და მისი ფერფლი უბრალო ხალხის საფლავებს მოაყარა.+  ტაძრის მეძავ კაცებს+ სახლები დაუნგრია, რომლებიც იეჰოვას ტაძარში იყო, და სადაც ქალები სათაყვანო ბოძს კარვებს უქსოვდნენ.  გამოიყვანა მან იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა* სათაყვანო მაღლობები გებიდან+ ბეერ-შებამდე,+ სადაც მღვდლები შესაწირავს წვავდნენ და აბოლებდნენ; მოსპო აგრეთვე კარიბჭეთა მაღლობები, რომლებიც იეჰოშუას, ქალაქის მთავრის, კარიბჭის შესასვლელთან იყო, ქალაქში კარიბჭით შემსვლელთაგან მარცხნივ.  მაღლობების მღვდლები არ მსახურობდნენ იეჰოვას სამსხვერპლოსთან იერუსალიმში,+ თუმცა ხმიადს ჭამდნენ თავიანთ მოძმეებთან ერთად. 10  მან წაბილწა თოფეთი+ ჰინომის* ძეთა ველზე,+ რათა არავის დაეწვა ცეცხლში მოლექისთვის თავისი ვაჟი ან ასული.+ 11  იუდას მეფეების მიერ მზისთვის მიძღვნილ ცხენებს ის აღარ უშვებდა იეჰოვას ტაძარში კარისკაცის, ნათან-მელექის, სასადილო ოთახის გავლით, რომელიც სვეტებიან ნაგებობაში იყო; მან ცეცხლს მისცა მზის ეტლები.+ 12  დაანგრია მეფემ სამსხვერპლოები, რომლებიც იუდას მეფეებმა ახაზის ზედა ოთახის ბანზე აღმართეს,+ და სამსხვერპლოები, რომლებიც მენაშემ ააგო იეჰოვას ტაძრის ორივე ეზოში;+ დაანგრია და მტვერი კედრონის ხევში გადაყარა. 13  მეფემ წაბილწა იერუსალიმის წინ მდებარე სათაყვანო მაღლობები, „მოსპობის მთად“* წოდებული მთის სამხრეთით, რომლებიც ისრაელის მეფე სოლომონმა მოუწყო საზიზღარ ღმერთებს: სიდონელთა აშთორეთს, მოაბელთა ქემოშს და ამონელთა+ მილქომს.+ 14  მან დაამტვრია სათაყვანო სვეტები,+ აჩეხა სათაყვანო ბოძები და ის ადგილები ადამიანთა ძვლებით აავსო. 15  მან დაანგრია იერობოამ ნებატის ძის მიერ აგებული ბეთელის სამსხვერპლო, სათაყვანო მაღლობი, რომლის გამოც ცოდვაში გაეხვა ისრაელი;+ სამსხვერპლოსა და მაღლობის დანგრევის შემდეგ გადაწვა ის ადგილი, მტვრად აქცია ყველაფერი და სათაყვანო ბოძიც დაწვა.+ 16  როცა გაიხედა იოშიამ და მთაზე სამარხები დაინახა, გაგზავნა ხალხი, სამარხებიდან ძვლები ამოაღებინა და სამსხვერპლოზე დაწვა; ასე წაბილწა სამსხვერპლო იეჰოვას სიტყვისამებრ, ჭეშმარიტი ღვთის კაცს რომ ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები.+ 17  იკითხა მეფემ: „ეს რა სამარხის ლოდია იქ?“ ქალაქის მკვიდრებმა მიუგეს: „ეს იუდადან მოსული ჭეშმარიტი ღვთის კაცის სამარხია,+ რომელმაც ის იწინასწარმეტყველა, რაც შენ დამართე ბეთელის სამსხვერპლოს“. 18  მან ბრძანა: „დატოვეთ, ხელს ნუ ახლებთ მის ძვლებს!“ მათაც არ უხლიათ ხელი არც მისი და არც სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლებისთვის.+ 19  იოშიამ სამარიის ქალაქებშიც იგივე გააკეთა,+ რაც ბეთელში+ და მოსპო ისრაელის მეფეების მიერ ღვთის შეურაცხსაყოფად მაღლობებზე აგებული სათაყვანო სახლები. 20  სამსხვერპლოებს დააკლა სათაყვანო მაღლობთა მღვდლები და მათზე დაწვა ადამიანთა ძვლები,+ შემდეგ კი იერუსალიმში დაბრუნდა. 21  უბრძანა მეფემ მთელ ხალხს: „აღნიშნეთ პასექი+ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის, როგორც შეთანხმების წიგნშია ჩაწერილი!“+ 22  ასეთი პასექი არ აღნიშნულა არც ისრაელის მსაჯულთა დროს და არც ისრაელისა და იუდას მეფეთა დროს.+ 23  ეს პასექი იოშიას მეფობის მე-18 წელს აღინიშნა იეჰოვასთვის იერუსალიმში. 24  იოშიამ მოსპო სულების გამომძახებლებიც, მკითხავებიც,+ თერაფიმებიც*,+ საზიზღარი კერპებიცა* და ყველა სისაძაგლე, რაც იუდას მიწაზე და იერუსალიმში აღმოჩნდა, რათა შეესრულებინა იმ წიგნში ჩაწერილი კანონის სიტყვები,+ მღვდელმა ხილკიამ რომ იპოვა იეჰოვას ტაძარში.+ 25  არ ყოფილა მანამდე ისეთი მეფე, მის მსგავსად რომ დაბრუნებოდა იეჰოვას მოსეს კანონში ჩაწერილისამებრ მთელი სულით, მთელი გულითა+ და მთელი ძალით, და არც მის შემდეგ გამოჩენილა მისი მსგავსი. 26  მაინც არ დამცხრალა იეჰოვას დიდი რისხვა, იუდაზე რომ აენთო იმ შეურაცხმყოფელი საქმეების გამო, მენაშემ რომ ჩაიდინა და შეურაცხყო იგი.+ 27  თქვა იეჰოვამ: „იუდასაც ისე მოვიშორებ,+ როგორც ისრაელი მოვიშორე!+ უარვყოფ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, და ტაძარს, რომელზეც ვთქვი, იქ იქნება-მეთქი ჩემი სახელი დავანებული!“+ 28  იოშიას დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 29  მის დროს იყო, რომ ეგვიპტის მეფე, ფარაონი ნექო, გაემართა მდინარე ევფრატთან ასურეთის მეფესთან შესახვედრად. გაილაშქრა მეფე იოშიამ მის წინააღმდეგ; დაინახა ნექომ იგი მეგიდოში და მოკლა.+ 30  მისმა მსახურებმა ეტლით წაასვენეს ის მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დაასვენეს. ხალხმა მამამისის ნაცვლად მისი ძე იეჰოახაზი სცხო მეფედ.+ 31  იეჰოახაზი+ 23 წლის გამეფდა და 3 თვე იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო ხამუტალი,+ ლიბნელი იერემიას ასული. 32  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში თავისი მამა-პაპის მსგავსად.+ 33  ფარაონმა ნექომ+ დაატუსაღა ის რიბლაში,+ ხამათის მიწაზე, რომ არ ემეფა მას იერუსალიმში, და ქვეყანას 100 ტალანტი* ვერცხლი და 1 ტალანტი ოქრო დაადო ხარკად.+ 34  ფარაონმა ნექომ ტახტზე ელიაკიმი, იოშიას ძე, დასვა მამამისის ნაცვლად და იეჰოიაკიმი დაარქვა, იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა,+ სადაც ის მოკვდა კიდეც.+ 35  მისცა იეჰოიაკიმმა ფარაონს ოქრო-ვერცხლი; ფარაონისთვის რომ მიეცა ხარკად დადებული ვერცხლი, მან გადასახადი დააკისრა ქვეყანას და დაადგინა, თუ რა რაოდენობის ოქრო-ვერცხლი უნდა გაეღო თითოეულს ფარაონ ნექოსთვის მისაცემად. 36  იეჰოიაკიმი+ 25 წლის გამეფდა და 11 წელი იმეფა იერუსალიმში.+ დედამისი იყო რუმელი ზებიდა, ფედაიას ასული. 37  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში+ თავისი მამა-პაპის მსგავსად.+

სქოლიოები

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.
სხვაგვარად — „თაყვანისმცემლობისთვის გამოუსადეგარი გახადა“.
იგულისხმება ზეთისხილის მთა, კერძოდ, მისი სამხრეთი თხემი, რომელიც „შეურაცხყოფის მთის“ სახელითაც არის ცნობილი.
იგულისხმება ოჯახის ღმერთები, კერპები.
ამ ფრაზად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შესაძლოა ენათესავებოდეს სიტყვა „ნეხვს“.
ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.