პეტრეს მეორე წერილი 1:1—21

  • მისალმება (1).

  • მოწოდების ღირსად მოიქეცით (2—15).

    • თვისებები, რომლებიც რწმენას უნდა დავურთოთ (5—9).

  • წინასწარმეტყველური სიტყვა უფრო სარწმუნო გახდა (16—21).

1  სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, გწერთ თქვენ, ვისაც ჩვენი ღვთისა და იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის, სიმართლის წყალობით ისეთივე ძვირფასი რწმენა გაქვთ, როგორიც ჩვენ:  უხვად გქონდეთ წყალობა და მშვიდობა ღვთისა და იესოს, ჩვენი უფლის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის+ მეშვეობით;  ღვთის ძალით და მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნით, ვინც თავისი სიდიადითა და მაღალზნეობით მოგვიხმო,+ ყველაფერი მოგვეცა, რაც სიცოცხლისა და ღვთისადმი ერთგულებისთვისაა საჭირო.  ამის წყალობით მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები მოგვცა,+ რათა ღვთაებრივი ბუნების მოზიარენი+ გახდეთ, რადგან უკვე დააღწიეთ თავი ვნებით გამოწვეულ გახრწნილებას ქვეყნიერებაში.  ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ,+ რომ რწმენას დაურთოთ მაღალზნეობა,+ მაღალზნეობას — ცოდნა,+  ცოდნას — თავშეკავება, თავშეკავებას+ — მოთმინება, მოთმინებას — ღვთის ერთგულება,+  ღვთის ერთგულებას — ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი — სიყვარული.+  თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად, აღარ იქნებით უმოქმედონი და უნაყოფონი,+ და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის თანახმად იმოქმედებთ.  ვისაც ეს ყოველივე არა აქვს, ბრმაა, თვალს არიდებს სინათლეს,+ და აღარ ახსოვს, რომ განწმენდილია დიდი ხნის წინანდელი ცოდვებისგან.+ 10  ძმებო, თქვენ მოწოდებულნი და რჩეულნი ხართ,+ ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ საიმისოდ, რომ არ დაკარგოთ ეს პატივი; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით+ 11  და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მარადიული სამეფოს+ კარი ფართოდ გაგეღებათ.+ 12  ამიტომ ყოველთვის მზად ვარ, შეგახსენოთ ამის შესახებ, თუმცა იცით ეს და მტკიცედაც დგახართ ჭეშმარიტების გზაზე, რომელიც მიიღეთ. 13  მაგრამ მიმაჩნია, რომ სანამ ამ კარავში* ვიმყოფები,+ კვლავ და კვლავ უნდა შეგახსენოთ ეს ყოველივე,+ 14  რადგან ვიცი, რომ ჩემს კარავს მალე დავტოვებ, როგორც გამიცხადა კიდეც ეს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.+ 15  ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც არ დაივიწყოთ ეს ყოველივე. 16  როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ძალისა და მისი მოსვლის* შესახებ გაუწყეთ, ზღაპრებს კი არ ვიყავით აყოლილნი, თავად ვიყავით მისი სიდიადის თვითმხილველნი.+ 17  მან ღვთისგან, მამისგან, პატივი და დიდება მიიღო, როცა საოცარი დიდებიდან ასეთი სიტყვები მოისმინა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე“.+ 18  ეს სიტყვები ციდან მაშინ გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმინდა მთაზე ვიყავით. 19  ამან წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა, და სწორად იქცევით, რომ უკვირდებით მას; ის ლამპარივითაა,+ რომელიც ანათებს სიბნელეში (გარიჟრაჟებამდე და ცისკრის ვარსკვლავის+ ამოსვლამდე), თქვენს გულებში. 20  თქვენ კარგად იცით, რომ წმინდა წერილების არცერთი წინასწარმეტყველება არ ეფუძნება ვინმეს ნააზრევს, 21  რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით,+ არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა.+

სქოლიოები

იგულისხმება ფიზიკური სხეული.
ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).