სამუელი — წიგნი მეორე 16:1—23

  • ციბა ცილს სწამებს მეფიბოშეთს (1—4).

  • შიმეი წყევლის დავითს (5—14).

  • ხუშაი აბესალომთან რჩება (15—19).

  • ახითოფელის რჩევა (20—23).

16  როცა დავითმა მთის წვერი გადაიარა,+ შემოხვდა მეფიბოშეთის+ მსახური ციბა,+ რომელიც მის შესახვედრად გამოსულიყო; მას ორი შეკაზმული ვირით 200 პური, ქიშმიშისა და ზაფხულის ხილის 100-100 კვერი* და ღვინო მოჰქონდა დიდი დოქით.+  ჰკითხა მეფემ ციბას: „რატომ მოიტანე ეს ყველაფერი?“ ციბამ მიუგო: „ვირებით მეფის ოჯახის წევრებმა იმგზავრონ, პური და კვერები შენმა მსახურებმა მიირთვან, ღვინით კი უდაბნოში დაქანცულებმა მოითქვან სული“.+  მეფემ უთხრა: „სად არის შენი ბატონის შვილიშვილი*?“+ ციბამ მიუგო: „იერუსალიმშია. ასე თქვა, დღეს დამიბრუნებენ პაპაჩემის* სამეფოს ისრაელებიო“.+  უთხრა მეფემ ციბას: „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი“.+ ციბამ მიუგო: „მუხლს ვიდრეკ შენ წინაშე. ნეტავ კვლავაც ვპოვო წყალობა შენს თვალში, მეფე-ბატონო!“+  როცა მეფე დავითი ბახურიმს მიადგა, იქიდან გერას ვაჟი შიმეი+ გამოვიდა, რომელიც საულის საგვარეულოდან იყო; მოდიოდა და იწყევლებოდა,+  ქვებს ესროდა დავითსა და მის მსახურებს და მთელ ხალხს, მათ შორის იმ ვაჟკაცებსაც, მეფეს მარჯვნივ და მარცხნივ რომ ედგნენ.  ასე იწყევლებოდა შიმეი: „მოშორდი, მოშორდი აქაურობას, შე სისხლისმღვრელო და უვარგისო!  იეჰოვამ გადაგიხადა სამაგიერო იმის გამო, რომ ამოწყვიტე საულის სახლეულობა და მის ნაცვლად გამეფდი! ახლა შენს ვაჟ აბესალომს აძლევს იეჰოვა მეფობას! აი, დაგატყდა უბედურება, რადგან სისხლისმღვრელი ხარ!“+  აბიშაიმ, ცერუიას+ ვაჟმა, უთხრა მეფეს: „რატომ აწყევლინებს+ მეფე-ბატონი თავს ამ მკვდარ ძაღლს?+ მიმიშვი, რომ თავი წავაცალო!“+ 10  მაგრამ მეფემ მიუგო: „თქვენ რაღა გინდათ, ცერუიას ძეებო?+ დამწყევლოს,+ რადგან იეჰოვამ უთხრა,+ დაწყევლეო დავითი, და ვინღა ეტყვის, ასე რატომ იქცევიო!“ 11  უთხრა დავითმა აბიშაისა და მის მსახურებს: „ჩემი საკუთარი ვაჟი, ჩემი სისხლი და ხორცი, მოსაკლავად დამეძებს+ და ბენიამინელისგან+ რა უნდა გამიკვირდეს?! თავი დაანებეთ, მწყევლოს, რადგან იეჰოვამ უთხრა, დაწყევლეო! 12  იქნებ დაინახოს იეჰოვამ ჩემი უბედურება+ და დღევანდელი წყევლა იეჰოვამ კურთხევად მიქციოს!“+ 13  დავითმა და მისმა ხალხმა გზა განაგრძეს, შიმეი კი მის შორიახლოს წყევლა-კრულვით მიდიოდა მთის ფერდობზე,+ ქვებს ესროდა მას და მტვერს აყრიდა. 14  მეფემ და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა დაღლილ-დაქანცულებმა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს და დაისვენეს. 15  ამასობაში აბესალომი თავის მომხრე ისრაელებთან ერთად შევიდა იერუსალიმში, ახითოფელიც+ თან ახლდა. 16  მივიდა აბესალომთან დავითის მეგობარი არქიელი+ ხუშაი+ და უთხრა: „დღეგრძელი იყოს მეფე!+ დღეგრძელი იყოს მეფე!“ 17  უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის მეგობრის ერთგულება*? რატომ არ გაჰყევი შენს მეგობარს?“ 18  მიუგო ხუშაიმ აბესალომს: „არ გავყევი, რადგან, ვინც იეჰოვამ, ამ ხალხმა და მთელმა ისრაელმა აირჩია, მეც მას დავუდგები გვერდით და მასთან ვიქნები. 19  თანაც, ვის უნდა ვემსახურო თუ არა მის ვაჟს?! როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისე გემსახურები!“+ 20  უთხრა აბესალომმა ახითოფელს: „გვირჩიე,+ როგორ მოვიქცეთ!“ 21  მიუგო ახითოფელმა აბესალომს: „დაწექი მამაშენის ხარჭებთან,+ რომლებიც სასახლის მოსავლელად დატოვა.+ მაშინ გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მეტისმეტად შეაძულე თავი მამაშენს, და გული მიეცემათ შენს მომხრეებს“. 22  გაუშალეს აბესალომს კარავი ბანზე+ და დაწვა ის მამამისის ხარჭებთან+ მთელი ისრაელის თვალწინ.+ 23  იმ დროს ახითოფელის+ რჩევას ისე უყურებდნენ, როგორც ღვთის რჩევას; ასე უყურებდნენ ახითოფელის რჩევას დავითიცა და აბესალომიც.

სქოლიოები

იგულისხმება დაპრესილი და გამომშრალი ქიშმიში, ლეღვი და შესაძლოა ფინიკიც.
სიტყვასიტყვით — „ვაჟი“.
სიტყვასიტყვით — „მამაჩემის“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).