სამუელი — წიგნი მეორე 20:1—26

  • შებას ამბოხება; იოაბი კლავს ამასას (1—13).

  • იოაბი და მისი ხალხი შებას ედევნებიან; შებას თავს კვეთენ (14—22).

  • დავითის გარემოცვა (23—26).

20  იყო იქ ერთი შფოთის ამტეხი კაცი, სახელად შება,+ ბიქრის ვაჟი, ბენიამინელი; ჩაჰბერა მან საყვირს+ და გამოაცხადა: „რა გვაქვს საერთო დავითთან, იესეს ძესთან?!+ თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ*, ისრაელო!“+  ჩამოშორდა მთელი ისრაელი დავითს და გაჰყვა შებას, ბიქრის ვაჟს,+ იუდეველები კი არ მოშორებიან თავიანთ მეფეს მთელი გზა — იორდანიდან იერუსალიმამდე.+  მივიდა დავითი თავის სასახლეში იერუსალიმში,+ გამოიყვანა სასახლის მოსავლელად დატოვებული ათი ხარჭა,+ ჩაკეტა ისინი და დაცვა დაუყენა. საკვებით ამარაგებდა, მაგრამ არ წვებოდა მათთან.+ სიკვდილის დღემდე გამოკეტილი იყვნენ ისინი; ქვრივებივით ცხოვრობდნენ, თუმცა ქმარი ცოცხალი ჰყავდათ.  უთხრა მეფემ ამასას:+ „სამ დღეში შემიკრიბე იუდეველი კაცები და შენც მოდი!“  წავიდა ამასა იუდეველების შესაკრებად, მაგრამ დაიგვიანა და დანიშნულ დროზე ვერ მივიდა.  უთხრა დავითმა აბიშაის:+ „აბესალომზე უარესს დაგვმართებს+ ბიქრის ვაჟი შება.+ წაიყვანე ჩემი მსახურები და დაედევნე მას, რათა რომელიმე გამაგრებულ ქალაქს არ შეაფაროს თავი და არ დაგვისხლტეს ხელიდან!“  გაჰყვნენ მას იოაბის+ ხალხი, ქერეთელები, ფელეთელები+ და სხვა გულადი ვაჟკაცები; დატოვეს მათ იერუსალიმი და შებას, ბიქრის ვაჟს, დაედევნენ.  გაბაონის+ დიდ ქვასთან ამასა+ შემოხვდათ. საომრად შემოსილ იოაბს თეძოსთან ქარქაშით მახვილი ჰქონდა შებმული. როცა ამასას მიუახლოვდა, მახვილი ამოუვარდა.  „ხომ მშვიდობაა, ძმაო?“ — ჰკითხა იოაბმა ამასას და მარჯვენა ხელი წვერზე მოჰკიდა, ვითომდა საკოცნელად. 10  არ მოერიდა ამასა მახვილს, იოაბს ხელში რომ ეჭირა; მანაც გაუყარა მუცელში+ და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაუცია, რადგან უკვე მკვდარი იყო იგი. ამის შემდეგ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებას, ბიქრის ვაჟს, დაედევნენ. 11  იოაბის ერთი მსახური თავზე ადგა ამასას და ამბობდა: „ვინც იოაბსა და დავითს ემხრობა, იოაბს გაჰყვეს!“ 12  შუა გზაზე ეგდო ამასა და სისხლში ცურავდა. როცა დაინახა მსახურმა, რომ მის დანახვაზე ყველა ჩერდებოდა, ამასა გზიდან მინდორში გადაათრია და ტანსაცმელი გადააფარა. 13  მას შემდეგ, რაც მსახურმა ამასა გზიდან გადაათრია, ყველა იოაბს გაჰყვა, რათა დასდევნებოდნენ შებას,+ ბიქრის ვაჟს. 14  შებამ ისრაელის ყველა ტომი გაიარა აბელ-ბეთ-მააქამდე.+ შეიკრიბნენ ბიქრელები და მასთან ერთად შევიდნენ ქალაქში. 15  მიადგნენ იოაბი და მისი ხალხი აბელ-ბეთ-მააქას და ალყაში მოაქციეს შება. მათ მიწაყრილი გააკეთეს, რომ მისდგომოდნენ იმ მიწაყრილს, რომელზეც ქალაქის გალავანი იდგა. ამის შემდეგ იოაბის ხალხმა გალავნისთვის ძირის გამოთხრა დაიწყო მის დასანგრევად. 16  ერთმა გონიერმა ქალმა გალავნიდან გადმოსძახა: „მომისმინეთ, ხალხო, მომისმინეთ! სთხოვეთ იოაბს, მოვიდეს, რომ დაველაპარაკო!“ 17  ისიც მივიდა. ქალმა ჰკითხა: „იოაბი ხარ?“ მან მიუგო: „იოაბი ვარ!“ უთხრა მას ქალმა: „მოუსმინე შენს მხევალს!“ მანაც მიუგო: „გისმენ!“ 18  ქალმა უთხრა: „ძველად ამბობდნენ, თუ საქმე აბელში გაირჩა, გადაწყდებაო. 19  მე მშვიდობიანი და ერთგული ისრაელების სახელით გელაპარაკები. შენ კი იმ ქალაქის განადგურება გინდა, დედასავით რომ არის ისრაელში?! რატომ უნდა მოსპო იეჰოვას მემკვიდრეობა?“+ 20  მიუგო მას იოაბმა: „არც კი მიფიქრია განადგურება და მოსპობა. 21  აქ სხვა ამბავია. ბიქრის ვაჟი შება,+ ეფრემის მთიანი მხარიდან,+ მეფე დავითს აუჯანყდა. თუ გადმოგვცემთ მაგ კაცს, გავეცლებით ქალაქს!“ უთხრა ქალმა იოაბს: „კარგი, გალავნიდან გადმოგიგდებთ მის თავს!“ 22  მაშინვე წავიდა ეს გონიერი ქალი და დაელაპარაკა მთელ ხალხს. მოჰკვეთეს თავი შებას, ბიქრის ვაჟს, და იოაბს გადაუგდეს. მაშინ იოაბმა ჩაჰბერა საყვირს და გაეცალნენ ქალაქს; ყველა თავის სახლში წავიდა,+ იოაბი კი მეფესთან დაბრუნდა იერუსალიმში. 23  იოაბი მთელი ისრაელის მხედართმთავარი იყო;+ ბენაია,+ იეჰოიადას+ ვაჟი, ქერეთელებისა და ფელეთელების+ უფროსი იყო; 24  ადორამი+ სავალდებულო სამუშაოთა შემსრულებლებს ზედამხედველობდა; იეჰოშაფატი,+ ახილუდის ვაჟი, მემატიანე იყო, 25  შევა — მწერალი, ცადოკი+ და აბიათარი+ — მღვდლები, 26  იაირელი ირა კი დავითის ერთ-ერთი მთავარი გახდა.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „კარვებისკენ“.