სამუელი — წიგნი მეორე 24:1—25

  • დავითს ცოდვაში ეთვლება ისრაელის აღწერა (1—14).

  • 70 000 კაცს ჭირი წყვეტს (15—17).

  • დავითი აგებს სამსხვერპლოს (18—25).

    • დავითი უარს ამბობს მუქთ შესაწირავზე (24).

24  კვლავ განრისხდა იეჰოვა ისრაელზე,+ როცა ვიღაცამ წააქეზა დავითი, წადი, აღრიცხე+ ისრაელები და იუდასტომელებიო.+  სთხოვა მეფემ იოაბს,+ თავის მხედართმთავარს: „მოიარეთ ისრაელის ყველა ტომი დანიდან ბეერ-შებამდე+ და აღრიცხეთ ხალხი, რომ გავიგო მათი რიცხვი!“  იოაბმა მეფეს უთხრა: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, გააასმაგოს თავისი ხალხი და მეფე-ბატონმა ეს თავისი თვალით იხილოს, მაგრამ რატომ მოინდომა მეფემ ეს?“  მეფემ თავისი არ დაიშალა; ბოლოს დაემორჩილნენ მას იოაბი და ლაშქრის მეთაურები, წამოვიდნენ მეფისგან და გაემართნენ ისრაელების აღსარიცხავად.+  გადალახეს იორდანე და აროერთან+ დაბანაკდნენ, იმ ქალაქის სამხრეთით, ხევის შუაში რომ არის, იქიდან კი ჯერ გადისკენ, ხოლო შემდეგ იაზერისკენ+ გაემართნენ.  მივიდნენ გალაადში,+ თახთიმ-ხოდშის მიწაზე, საიდანაც დან-იაანისკენ გაემართნენ და შემდეგ სიდონისკენ+ წავიდნენ.  იქიდან მივიდნენ ციხე-ქალაქ ტვიროსში,+ მოიარეს ხიველებისა+ და ქანაანელების ქალაქები და ბოლოს იუდას ნეგებში,+ ბეერ-შებაში,+ გაჩერდნენ.  მოიარეს მთელი ქვეყანა და 9 თვისა და 20 დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ.  აცნობა იოაბმა მეფეს აღრიცხული ხალხის რაოდენობა; ისრაელში 800 000 მეომარი აღირიცხა, იუდაში კი — 500 000.+ 10  დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ გული მსჯავრს სდებდა.+ უთხრა მან იეჰოვას: „დიდად შევცოდე,+ ეს რომ გავაკეთე. იეჰოვა, გთხოვ, აპატიე დანაშაული შენს მსახურს,+ რადგან მეტისმეტად უგუნურად მოვიქეცი!“+ 11  როცა ადგა დილით დავითი, იეჰოვამ წინასწარმეტყველ გადს,+ დავითის წინასწარმხილველს, უთხრა: 12  „წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს იეჰოვა, სამ სასჯელს დაგისახელებ და თავად აირჩიე, რომლით დაგსაჯო-თქო“.+ 13  მივიდა გადი დავითთან და ჰკითხა: „რა გირჩევნია: შვიდი წელი იყოს შიმშილობა შენს ქვეყანაში,+ სამი თვე გაურბოდე მტერს, შენს მდევნელს,+ თუ სამი დღე იყოს ჭირი შენს ქვეყანაში?+ აწონ-დაწონე, რა ვუპასუხო ჩემს გამომგზავნელს!“ 14  მიუგო დავითმა გადს: „დიდად დამამწუხრა ამ ამბავმა, მაგრამ კაცის ხელში ჩავარდნას+ ისევ იეჰოვას ხელში ჩავარდნა მირჩევნია,+ რადგან დიდად მოწყალეა იგი!“+ 15  დილიდანვე მოუვლინა იეჰოვამ ჭირი+ ისრაელს დათქმულ დრომდე და 70 000 კაცი გაწყდა+ დანიდან ბეერ-შებამდე.+ 16  როცა ანგელოზმა იერუსალიმისკენ გაიწოდა ხელი მის შესამუსრავად, იეჰოვამ აღარ გაიმეტა ხალხი ამ უბედურებისთვის+ და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი!“ იეჰოვას ანგელოზი იებუსელი+ არავნას კალოსთან+ იყო გაჩერებული. 17  დაინახა დავითმა ანგელოზი, რომელიც ხალხს მუსრავდა, და შეღაღადა იეჰოვას: „მე შევცოდე და მე დავაშავე, ამ ხალხმა+ რა დააშავა?! მე და მამაჩემის სახლეულობას მოგვკითხე პასუხი!“+ 18  იმავე დღეს მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ადი იებუსელი არავნას კალოზე და სამსხვერპლო აღუმართე იქ იეჰოვას!“+ 19  დავითიც წავიდა იეჰოვას ბრძანებისამებრ, გადმა რომ გადასცა. 20  როცა არავნამ მსახურებთან ერთად მისკენ მიმავალი მეფე დაინახა, მაშინვე გამოეგება და პირქვე დაემხო მეფის წინაშე. 21  ჰკითხა არავნამ: „რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მსახურთან?“ დავითმა მიუგო: „კალოს საყიდლად მოვედი, სამსხვერპლო რომ ავუგო იქ იეჰოვას და შეწყდეს ხალხის მუსვრა“.+ 22  უთხრა არავნამ დავითს: „მეფე-ბატონის იყოს კალო და ის შესწიროს, რასაც მოისურვებს; აი საქონელი დასაწვავ მსხვერპლად, კევრი და უღელი კი — შეშად. 23  ყველაფერს მოგცემ, მეფეო!“ შემდეგ კი დასძინა: „იეჰოვა, შენი ღმერთი გწყალობდეს!“ 24  მიუგო მეფემ არავნას: „არა, უნდა ვიყიდო, ვერ შევწირავ იეჰოვას, ჩემს ღმერთს, მუქთ დასაწვავ მსხვერპლს“. იყიდა დავითმა კალო და საქონელი 50 შეკელ ვერცხლად*.+ 25  აუგო მან იქ იეჰოვას სამსხვერპლო+ და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი. შეისმინა იეჰოვამ დავითის ვედრება+ და შეწყდა მუსვრა ისრაელში.

სქოლიოები

შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.