სამუელი — წიგნი მეორე 4:1—12

  • იშ-ბოშეთის მკვლელობა (1—8).

  • დავითი ახოცვინებს იშ-ბოშეთის მკვლელებს (9—12).

4  გაიგო საულის ვაჟმა, იშ-ბოშეთმა,+ რომ მოკვდა აბნერი ხებრონში,+ და გული შეუდრკა. შეშფოთდა მთელი ისრაელიც.  საულის ვაჟის მოთარეშე რაზმებს ორი მეთაური ჰყავდა: ერთს ბაანა ერქვა, მეორეს კი — რექაბი. ისინი ბეეროთელი რიმონის ვაჟები იყვნენ, ბენიამინის ტომიდან (ბეეროთი+ ბენიამინის ნაწილად ითვლებოდა.  ბეეროთელები გითაიმს+ შეეხიზნენ და ისინი დღემდე იქ ცხოვრობენ).  საულის ვაჟს, იონათანს,+ კოჭლი შვილი ჰყავდა.+ ხუთი წლისა იყო, როცა საულისა და იონათანის დაღუპვის ამბავი მოვიდა იზრეელიდან.+ მაშინ ხელში აიყვანა ის მისმა ძიძამ და გაიქცა, მაგრამ, როცა თავზარდაცემული გარბოდა, დაუვარდა ის და დაკოჭლდა ბავშვი. მას მეფიბოშეთი ერქვა.+  წავიდნენ რექაბი და ბაანა,+ ბეეროთელი რიმონის ვაჟები, და შუადღით, როცა მზე აჭერდა, იშ-ბოშეთის სახლში მივიდნენ. ამ დროს ის იწვა და ისვენებდა.  შევიდნენ სახლში, ვითომდა ხორბლის წამოსაღებად, და მახვილი ჩასცეს მუცელში, შემდეგ კი უჩუმრად წამოვიდნენ  (სახლში შესულებს ის თავის საძინებელ ოთახში ტახტზე მწოლიარე დახვდათ; ჩასცეს მახვილი, მოკლეს და თავი მოკვეთეს). წაიღეს მისი მოკვეთილი თავი და მთელი ღამე არაბისკენ მიმავალი გზით იარეს.  მიუტანეს იშ-ბოშეთის+ თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აი იშ-ბოშეთის თავი, რომლის მამაც, შენი მტერი+ საული შენს მოკვლას ცდილობდა.+ დღეს იეჰოვამ შური აძიებინა მეფე-ბატონს საულსა და მის შთამომავლებზე!“  მიუგო დავითმა ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, რექაბსა და მის ძმას, ბაანას: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, რომელმაც ყველა გასაჭირისგან დამიხსნა,+ 10  რომ ის მაცნე, რომელიც მოვიდა და მითხრა, მკვდარიაო საული+ და რომელსაც თავი მახარობელი ეგონა, დავიჭირე და მოვკალი+ ციკლაგში; აი, ასეთი ჯილდო მიიღო ჩემგან! 11  ჰოდა, ბოროტებს რაღას ვუზამ, რომლებმაც მართალი კაცი თავის სახლში თავისივე საწოლში მოკლეს?! განა არ მოგკითხავთ პასუხს მისი დაღვრილი სისხლის გამო+ და არ აღგგვით მიწის პირიდან?!“ 12  ბრძანება გასცა დავითმა და თავის ხალხს დაახოცვინა ისინი.+ დააჭრეს ხელ-ფეხი და ხებრონში წყალსატევთან ჩამოკიდეს;+ იშ-ბოშეთის თავი კი აიღეს და ხებრონში, აბნერის სამარხში, დამარხეს.

სქოლიოები