არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

გააუმჯობესე მსახურება — დაეხმარე ბიბლიის შემსწავლელს, თავი მიუძღვნას იეჰოვას და მოინათლოს

გააუმჯობესე მსახურება — დაეხმარე ბიბლიის შემსწავლელს, თავი მიუძღვნას იეჰოვას და მოინათლოს

რატომ არის მნიშვნელოვანი: იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ბიბლიის შემსწავლელმა თავი უნდა მიუძღვნას იეჰოვას და მოინათლოს (1 პეტ. 3:21). ვინც მიძღვნის თანახმად იცხოვრებს, სულიერად დაცული იქნება (ფსალმ. 91:1, 2). ქრისტიანები იეჰოვას ვუძღვნით თავს და არა ადამიანს, საქმეს ან ორგანიზაციას. ამიტომ საჭიროა, შემსწავლელმა ღვთისადმი სიყვარული და მადლიერება განივითაროს (რომ. 14:7, 8).

როგორ მოვიქცეთ:

  • შესწავლის დროს იმსჯელე, რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ განსახილველი მასალიდან. დაანახვე ბიბლიის ყოველდღე კითხვისა და განუწყვეტლივ ლოცვის აუცილებლობა (1 თეს. 5:17; იაკ. 4:8).

  • წაახალისე ბიბლიის შემსწავლელი, რომ მიძღვნა და ნათლობა მიზნად დაისახოს. გარდა ამისა, დაეხმარე, განახორციელოს პატარა მიზნები, მაგალითად, კრების შეხვედრებზე კომენტარი გააკეთოს და მეზობლებთან თუ თანამშრომლებთან იქადაგოს. გახსოვდეს, იეჰოვა არავის აიძულებს, მას ემსახუროს. ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს, მიუძღვნას თუ არა თავი იეჰოვას (კან. 30:19, 20).

  • აღუძარი ბიბლიის შემსწავლელს სურვილი, საჭირო ცვლილებები მოახდინოს, რათა ასიამოვნოს იეჰოვას და მზად იყოს ნათლობისთვის (იგავ. 27:11). ვინაიდან ზოგი ჩვევა თუ მიდრეკილება ბიბლიის შემსწავლელს შეიძლება ღრმად ჰქონდეს გამჯდარი, მას შეიძლება ხანგრძლივი დახმარება დასჭირდეს ძველი პიროვნების მოსაშორებლად და ახალი პიროვნებით შესამოსად (ეფეს. 4:22—24). ერთად განიხილეთ სტატიები „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკიდან „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“.

  • გაუზიარე ის სიხარული, რასაც იეჰოვასადმი მსახურებაში განიცდი (ეს. 48:17, 18).