იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
დავიხვეწოთ ქადაგებაში — ინფორმაციის მოძიება JW.ORG-ზე
რატომ არის მნიშვნელოვანი: შესწავლაში დამხმარე ყველა პუბლიკაციაში ყურადღება მახვილდება jw.org-ზე. საკონტაქტო ბარათი და ბუკლეტი „უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები“ სწორედ იმ მიზნით გამოიცა, რომ ადამიანები ჩვენს ვებგვერდს გაეცნონ. ჩვენ შეგვიძლია ელ-ფოსტით გადავუგზავნოთ ვინმეს jw.org-ზე განთავსებული შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია ან მისი ბმული გავუზიაროთ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთან დასამოწმებლად, ვინც უცხო ენაზე საუბრობს. ამასთან, ზოგჯერ შეიძლება ისეთი კითხვები დაგვისვან, რომლებზეც შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციები არ პასუხობს. თუ გვეცოდინება, როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე, უფრო ნაყოფიერად ვიმსახურებთ.
როგორ მოვიქცეთ:
-
ისარგებლე განყოფილებით „ბიბლიური სწავლებები“. მაგალითად, თუ ესაუბრები მშობელს, რომელსაც შვილების აღზრდასთან დაკავშირებით რჩევა სჭირდება, მოძებნე ინფორმაცია განყოფილებაში ბიბლიური სწავლებები > ქორწინება და ოჯახი.
-
ისარგებლე განყოფილებით „პუბლიკაციები“. დავუშვათ, თანაკლასელს სკოლაში უქადაგებ და გინდა, გაუზიარო ბროშურის „პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე“ ბმული; ამ შემთხვევაში აირჩიე განყოფილება პუბლიკაციები > წიგნები და ბროშურები.
-
ისარგებლე განყოფილებით „ჩვენ შესახებ“. მაგალითად, თუ სამსახურში ხარ და ესაუბრები თანამშრომელს, რომელსაც სურს, ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს ჩვენს მრწამსზე, აირჩიე ჩვენ შესახებ > ხშირად დასმული კითხვები.
უყურე ვიდეოს „ინფორმაციის მოძიება JW.ORG-ზე“ და დაფიქრდი, ჩვენი ვებგვერდის რომელი განყოფილებით ისარგებლებ, რათა საჭირო ინფორმაცია მიაწოდო . . .
-
ათეისტს.
-
მას, ვისაც უბედურება დაატყდა თავს.
-
არააქტიურ მაუწყებელს.
-
მას, ვისაც აინტერესებს, როგორ ფინანსდება ჩვენი საქმიანობა.
-
უცხოელს, რომელსაც სურს, საკუთარ ქვეყანაში დაესწროს კრების შეხვედრას.