არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

იესო ჩვენი და-ძმებისთვისაც მოკვდა

იესო ჩვენი და-ძმებისთვისაც მოკვდა

იესომ საკუთარი სიცოცხლე არასრულყოფილი ადამიანებისთვის გაიღო (რომ. 5:8). უდავოა, ძალიან მადლიერები ვართ, რომ იესო ჩვენთვის მოკვდა და ამგვარად სიყვარული დაგვიმტკიცა. თუმცა ზოგჯერ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ქრისტემ ჩვენი და-ძმებისთვისაც გაიღო სიცოცხლე. როგორ მივბაძოთ მას და როგორ გამოვავლინოთ სიყვარული და-ძმების მიმართ, რომლებიც ჩვენსავით არასრულყოფილები არიან? პირველი, დავუახლოვდეთ მათ, ვინც ჩვენგან ბევრი რამით განსხვავდება, და ამგვარად, გავაფართოოთ სამეგობრო წრე (რომ. 15:7; 2 კორ. 6:12, 13). მეორე, ყველანაირად ვეცადოთ, ისეთი რამ არ ვთქვათ ან გავაკეთოთ, რაც სხვებს გულს ატკენდა (რომ. 14:13—15). და ბოლოს, თუ ვინმე შესცოდავს ჩვენ წინააღმდეგ, მზად ვიყოთ პატიებისთვის (ლუკ. 17:3, 4; 23:34). თუ ვეცდებით, ამ მხრივ მივბაძოთ იესოს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, იეჰოვას წყალობით კრებაში კვლავ მშვიდობა და ერთობა იქნება.

უყურე ვიდეოს „უფრო მიმზიდველი გახდი და-ძმებისთვის“! და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • თავდაპირველად რა დამოკიდებულება ჰქონდა მიკის კრების წევრების მიმართ?

  • რატომ შეიცვალა მისი დამოკიდებულება?

  • როგორ დაეხმარა იესოს მაგალითზე ფიქრი მიკის, შეეცვალა დამოკიდებულება? (მარ. 14:38).

  • როგორ გვეხმარება იგავების 19:11-ში ჩაწერილი აზრი, კარგი დავინახო თანაქრისტიანებში?