არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრეთ ქრისტიანული პრინციპებით

ახალგაზრდებო, იყავით „კარგი საქმეების მოშურნე“!

ახალგაზრდებო, იყავით „კარგი საქმეების მოშურნე“!

ტიტესთვის ღვთივშთაგონებით მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა მოუწოდა ახალგაზრდა მამაკაცებს, მათ შორის ტიტეს, რომ ყველაფერში კარგი მაგალითი ყოფილიყვნენ სხვებისთვის (ტიტ. 2:6, 7). ამავე წერილში მოციქულმა აღნიშნა, რომ იესომ განწმინდა იეჰოვას ხალხი, რათა ისინი „კარგი საქმეების მოშურნე“ ყოფილიყვნენ (ტიტ. 2:14). ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და სწავლება ერთ-ერთია კარგ საქმეებს შორის. თუ ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია შენი ახალგაზრდული ენერგია იმისთვის გამოიყენო, რომ იმსახურო დამხმარე ან სრული დროით პიონერად? (იგავ. 20:29).

თუ პიონერად მსახურება გინდა, ამ მიზნის მისაღწევად შეადგინე გეგმა, რომლის განხორციელებასაც რეალურად შეძლებ (ლუკ. 14:28—30). მაგალითად, დაფიქრდი, როგორ ირჩენ თავს, როცა სრული დროით იმსახურებ? როგორ შეასრულებ პიონერული საათების ნორმას? ლოცვაში სთხოვე იეჰოვას დახმარება (ფსალმ. 37:5). ესაუბრე შენს გეგმებზე მშობლებს და გამოცდილ პიონერებს. ბოლოს კი შეუდექი შენი მიზნის განხორციელებას. იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს შენს ძალისხმევას, რასაც მის მსახურებას მოახმარ.

უყურე ვიდეორგოლს „ახალგაზრდები განადიდებენ იეჰოვას“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ ზოგიერთებს, რომ პიონერად ემსახურათ და როგორ შეძლეს ეს?

  • როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს, დაიწყონ პიონერული მსახურება?

  • რატომ არის მნიშვნელოვანი, პიონერმა შეადგინოს კარგი განრიგი?

  • როგორ შეუძლიათ კრების წევრებს პიონერების გამხნევება და დახმარება?

  • რა კურთხევები მოჰყვება პიონერულ მსახურებას?

რა უნდა გავაკეთო, რომ პიონერული მსახურება დავიწყო?