იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
მათთან იქონიე ურთიერთობა, ვისაც იეჰოვა უყვარს
რატომ უნდა გვქონდეს ურთიერთობა მათთან, ვისაც იეჰოვა უყვარს? ისინი, ვისთანაც დროს ვატარებთ, ჩვენზე ან დადებით გავლენას ახდენენ, ან უარყოფითს (იგავ. 13:20). მაგალითად, მეფე იეჰოაში „სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში“ მანამ, სანამ გვერდით მღვდელმთავარი იეჰოიადა ჰყავდა (2 მატ. 24:2). იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ იეჰოაში ცუდი საზოგადოების გავლენაში მოექცა და ზურგი აქცია იეჰოვას (2 მატ. 24:17—19).
პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ქრისტიანული კრება „დიდ სახლს“ შეადარა, კრების წევრები კი — ჭურჭელს. ჩვენ „საპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭელი“ ვიქნებით, თუ მოვერიდებით ახლო ურთიერთობას მასთან, ვინც ისეთ რამეს აკეთებს, რაც იეჰოვას არ მოსწონს, თუნდაც ის ოჯახის ან კრების წევრი იყოს (2 ტიმ. 2:20, 21). აქედან გამომდინარე, მეგობრებად ის ადამიანები უნდა ავირჩიოთ, ვისაც იეჰოვა უყვარს და ვინც მისადმი მსახურებისკენ წაგვახალისებს.
უყურე ვიდეორგოლს „ნუ გექნებათ ურთიერთობა ცუდ საზოგადოებასთან“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
როგორ შეიძლება ნელ-ნელა მოვექცეთ ცუდი საზოგადოების გავლენაში?
-
რა დაეხმარა სამ ქრისტიანს, შეეწყვიტა ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობა?
-
რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარება, გონივრულად შეარჩიო, ვისთან იქონიო ურთიერთობა?