არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

ახალი რუბრიკა საუბრის დაწყებაში დაგვეხმარება

ახალი რუბრიკა საუბრის დაწყებაში დაგვეხმარება

2016 წლის იანვრიდან ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდზე იბეჭდება ახალი რუბრიკა: „რას ასწავლის ბიბლია?“. ეს რუბრიკა გვეხმარება ბიბლიურ თემებზე საუბრის წამოწყებაში. ამ რუბრიკის ფორმატი ძალიან ჰგავს ჩვენი ბუკლეტების ფორმატს. მასში მოცემულია ორი მთავარი კითხვა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მობინადრის თვალსაზრისის გაგება. კითხვებს თან ახლავს ბიბლიური პასუხები, აგრეთვე დამატებითი აზრები მსჯელობისთვის.

ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობას ხშირად ბიბლიის შესწავლა მოჰყვება. იხელმძღვანელე ამ ახალი რუბრიკით, რათა დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცე სულიერსმოწყურებულ ადამიანებს (მათ. 5:6).

როგორ ვიხელმძღვანელოთ ამ რუბრიკით:

  1. დაუსვი მობინადრეს ერთ-ერთი კითხვა.

  2. მოუსმინე და დაანახვე, რომ აფასებ მის მიერ გამოთქმულ აზრს.

  3. წაიკითხე კითხვის „რას ასწავლის ბიბლია?“ ქვეშ მოცემული მუხლი და ჰკითხე, რას ფიქრობს ამოკითხულ მუხლზე. თუ არ ჩქარობს, განაგრძე მასთან საუბარი კითხვის „კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?“ ქვეშ მოცემულ ერთ-ერთ საკითხზე.

  4. შესთავაზე ჟურნალი.

  5. შეუთანხმდი, რომ განმეორებით მიაკითხავ და მეორე კითხვაზე იმსჯელებ.