შეთავაზების ნიმუშები
„გამოიღვიძეთ!“
შეეკითხე: დღეს ფილმებსა თუ ტელეგადაცემებში დიდი აქცენტი კეთდება გრძნეულებზე, ჯადოქრებსა თუ ვამპირებზე. თქვენი აზრით, ეს მხოლოდ უწყინარი გართობაა თუ ამის მიღმა რაიმე საშიშროება იმალება?
შესთავაზე: „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში განხილულია, თუ რატომ იზიდავს ხალხს ყველაფერი, რაც ზებუნებრივია, და სინამდვილეში რა დგას ამის მიღმა.
ასწავლე ჭეშმარიტება
შეეკითხე: როგორ გადაჭრის ღვთის სამეფო კაცობრიობის პრობლემებს?
წაუკითხე: მათ. 6:10.
დაანახვე ჭეშმარიტება: ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე ისეთივე მშვიდობა, ერთობა და უსაფრთხოება იქნება, როგორიც ზეცაშია.
„რა არის ღვთის სამეფო?“ (განმეორებითი მონახულება)
შეეკითხე: [ყურადღება გაამახვილე ბოლო გვერდზე დასმულ კითხვაზე] როგორი ცხოვრება იქნება დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს?
წაუკითხე: ფსალმ. 37:29; ეს. 65:21—23.
შესთავაზე: [აჩვენე ბროშურა „სასიხარულო ცნობა“] ამ ბროშურის მე-7 გაკვეთილში განიხილება, ჩვენ როგორ გვეხება ეს დანაპირები [დაიწყე ბიბლიის შესწავლა ამ ბროშურით].
თავად შეადგინე შეთავაზება:
შეთავაზების ნიმუშების მიხედვით თავად შეადგინე შეთავაზება.