იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
სამეფოს სიმღერები გამბედაობას გვმატებს
პავლე და სილა საპატიმროში ღმერთს სადიდებელს უმღეროდნენ (საქ. 16:25). გასულ საუკუნეში ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი (ზაქსენჰაუზენი) და ციმბირში გადასახლებული თანაქრისტიანები სამეფოს სიმღერებს მღეროდნენ. მათი მაგალითიდან ჩანს, რომ ეს სიმღერები გამბედაობას ჰმატებს განსაცდელში მყოფთ.
მალე მრავალ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება ახალი სიმღერების კრებული. როგორც კი მივიღებთ პირად ეგზემპლარს, შეგვიძლია ოჯახური თაყვანისცემის დროს ვიმღეროთ ეს სიმღერები და დავიმახსოვროთ მათი ტექსტი (ეფეს. 5:19). განსაცდელების დროს წმინდა სული გაგვახსენებს მათ. სამეფოს სიმღერები გვეხმარება, ვიფიქროთ ჩვენს იმედზე. პრობლემების დროს ისინი გამბედაობასა და მხნეობას გვმატებს. კარგ ხასიათზე ყოფნისას განწყობის ასამაღლებელი ტექსტები საშუალებას გვაძლევს, მხიარული გულით შევასრულოთ ეს სიმღერები (1 მატ. 15:16; ფსალმ. 33:1—3). მოდი ყოველთვის ვიმღეროთ სამეფოს სიმღერები!
უყურე ვიდეორგოლს „სიმღერა, რომელიც ძალებს აძლევდა მძიმედ მშრომელებს“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
რამ აღძრა ძმა ფროსტი სიმღერის შესაქმნელად?
-
როგორ გაამხნევა ამ სიმღერამ ძმები ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში?
-
რომელ ყოველდღიურ სიტუაციებში გმატებს ძალას სამეფოს სიმღერები?
-
რომელი სიმღერების დამახსოვრება გინდა?