არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

გულთბილად მიიღეთ!

გულთბილად მიიღეთ!

ვინ უნდა მივიღოთ გულთბილად? ყველა, ვინც ესწრება ჩვენს ქრისტიანულ შეხვედრებს — პირველად მოსული თუ დიდი ხნის თანაქრისტიანი (რომ. 15:7; ებრ. 13:2). ისინი შეიძლება სხვა ქვეყნიდან სტუმრად ჩამოსული თანაქრისტიანები ან არააქტიურები იყვნენ, რომლებიც წლების შემდეგ პირველად მოვიდნენ კრების შეხვედრაზე. წარმოიდგინე, შენ როგორ იგრძნობდი თავს მათ ადგილას. განა არ დააფასებდი, თუ თბილად შეგხვდებოდნენ?! (მათ. 7:12). ნამდვილად ღირს ძალისხმევად, შეხვედრის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გამოელაპარაკო! ეს კრებაში სითბოსა და სიყვარულს შეუწყობს ხელს, რაც განადიდებს იეჰოვას (მათ. 5:16). თუმცა ყველას პირადად შეიძლება ვერ გაესაუბრო. მიუხედავად ამისა, თუ ყველა გაითვალისწინებს ზემოთ მოცემულ რჩევას, თავს უცხოდ არავინ იგრძნობს. *

ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა და არა მხოლოდ განსაკუთრებული ღონისძიებების, მაგალითად ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დროს. როდესაც ვინმე პირველად მოდის და ხედავს ჩვენს ქრისტიანულ სიყვარულს, ამან შეიძლება ის ღვთის განდიდებისა და წმინდა თაყვანისმცემლობაში გაერთიანებისკენ აღძრას (იოან. 13:35).

^ აბზ. 3 ეს არ ეხება გარიცხულებს ან კრების უარმყოფელებს, რომლებიც კრების შეხვედრებს ესწრებიან (1 კორ. 5:11; 2 იოან. 10).