არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

შენ შეგიძლია გაამხნეო არააქტიური ქრისტიანი

შენ შეგიძლია გაამხნეო არააქტიური ქრისტიანი

სამშაბათს, 11 აპრილს, ბევრი არააქტიური ქრისტიანი დაესწრება იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს. ერთ დროს ისინი დაადგნენ სიცოცხლის გზას, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო შეანელეს სვლა. ამ მიზეზთაგან ზოგი განხილულია ბროშურაში „დაუბრუნდი იეჰოვას“ (ებრ. 12:1). ეს არააქტიურები კვლავაც ძვირფასები არიან იეჰოვასთვის, რომელმაც ისინი თავისი ძის სისხლით გამოისყიდა (საქ. 20:28; 1 პეტ. 1:18, 19). როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, დაუბრუნდნენ კრებას?

მწყემსის მსგავსად, რომელიც ფარას ჩამოშორებულ ცხვარს გულმოდგინედ ეძებს, კრების უხუცესები ცდილობენ, მოძებნონ არააქტიური ქრისტიანები და დაეხმარონ მათ (ლუკ. 15:4—7). ამგვარი მოქმედება იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაზე მეტყველებს (იერ. 23:3, 4). მხოლოდ უხუცესებს კი არა, ყველას შეგვიძლია გავამხნეოთ არააქტიურები. როცა ძალისხმევას არ ვიშურებთ სიკეთისა და თანაგრძნობის გამოსავლენად, იეჰოვას გულს ვუხარებთ და ამას ჩვენთვისაც დიდი კმაყოფილება მოაქვს (იგავ. 19:17; საქ. 20:35). ასე რომ, დაფიქრდი, ვისი გამხნევება შეგიძლია და დაუყოვნებლივ იმოქმედე!

უყურე ვიდეორგოლს „გაამხნევეთ არააქტიურები“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • როგორ გამოიჩინა ებიმ ინიციატივა, როცა უცნობ თანაქრისტიანს შეხვდა?

  • რატომ უნდა დაველაპარაკოთ უხუცესებს, თუ არააქტიურის დახმარება გვსურს?

  • როგორ მოემზადა ები ლორასთან მეორედ მისასვლელად?

  • როგორ ავლენდა ები შეუპოვრობას, მოთმინებასა და სიყვარულს, როცა ლორას გამხნევებას ცდილობდა?

  • რის სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან, რომელიც ჩაწერილია ლუკას 15:8—10-ში?

  • რა კურთხევები მოჰყვა ლორას დასახმარებლად გაწეულ ერთობლივ ძალისხმევას?