შაბათ დღეს განკურნება
რატომ იყო იესო უზომოდ დამწუხრებული? მიზეზი ისაა, რომ იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა შაბათის კანონს უამრავი წესი დაუმატეს, რის გამოც შაბათის დაცვა ხალხს ტვირთად ექცა. მაგალითად, შაბათ დღეს რწყილის მოკვლა იკრძალებოდა; განკურნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ნებადართული, თუ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ შაბათს მოტეხილობისა თუ ნაღრძობის მკურნალობა არ შეიძლებოდა. აშკარაა, რელიგიურ წინამძღოლებს საერთოდ არ ეცოდებოდათ ეს ხელგამხმარი კაცი.