იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
მარჯვედ გამოიყენე შესწავლაში დამხმარე საშუალებები
მოწაფეების მომზადება რაღაცით სახლის აშენებას ჰგავს. ამ საქმეს რომ თავი გავართვათ, უნდა ვისწავლოთ სამუშაო იარაღების მარჯვედ გამოყენება. განსაკუთრებით საჭიროა, ჩვენი უმთავრესი „იარაღის“, ბიბლიის, გამოყენებაში დავიხვეწოთ (2 ტიმ. 2:15). გარდა ამისა, მოწაფეები რომ მოვამზადოთ, მარჯვედ უნდა გამოვიყენოთ შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციები თუ ვიდეორგოლები. *
რა შეგიძლია გააკეთო, უკეთ რომ გამოიყენო ეს საშუალებები? 1) სთხოვე დახმარება შენი სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველს, 2) ითანამშრომლე გამოცდილ მაუწყებელთან ან პიონერთან და 3) ყოველთვის შეეცადე მათ გამოყენებას მსახურებაში. თუ დახელოვნდები ამ პუბლიკაციებისა თუ ვიდეორგოლების გამოყენებაში, სიხარულს მოგანიჭებს სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა.
ჟურნალები
ბროშურები
წიგნები
ბუკლეტები
ვიდეორგოლები
მოსაწვევები
საკონტაქტო ბარათი
^ აბზ. 3 ქვემოთ მოცემული არ არის შესწავლაში დამხმარე ყველა პუბლიკაცია, რადგან ზოგიერთი მათგანი კონკრეტული კატეგორიის მკითხველისთვის მომზადდა. თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენებაც შეიძლება.