იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
მოწაფეები რომ მოვამზადოთ, უნდა ვიქადაგოთ და ვასწავლოთ
იესომ თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა (მათ. 28:19). ამაში ქადაგებაც იგულისხმება და სწავლებაც. დროდადრო უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: როგორ შემიძლია გავუმჯობესდე როგორც მქადაგებელი და მასწავლებელი?
ქადაგება
ჩვენ გულმოდგინედ უნდა ვეძებოთ ღირსეულები ნაცვლად იმისა, რომ ველოდოთ, თავად როდის მოვლენ ჩვენთან (მათ. 10:11). ვცდილობთ, მსახურების დროს ხელიდან არ გავუშვათ არც ერთი შესაძლებლობა, რომ ვუქადაგოთ შემხვედრთ? (საქ. 17:17). ლიდია პავლე მოციქულის გულმოდგინე მსახურების შედეგად გახდა მოწაფე (საქ. 16:13—15).
უყურე ვიდეოს „კვლავაც დაუღალავად იქადაგეთ — არაფორმალურად და კარდაკარ“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
საიდან ჩანს, რომ სამუელი ყველა შესაძლებლობას იყენებდა სხვების გულში ჭეშმარიტების მარცვლის ჩასათესად?
-
რატომ უნდა მივიღოთ აქტიური მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურების ყველა სფეროში?
-
დღის მანძილზე ვის შეგიძლია გაუზიარო სასიხარულო ცნობა?
სწავლება
მოწაფეების მოსამზადებლად მხოლოდ ლიტერატურის დატოვება არ კმარა. ადამიანებს სულიერ ზრდაში რომ დავეხმაროთ, საჭიროა, განმეორებით მოვინახულოთ და ბიბლია ვასწავლოთ (1 კორ. 3:6—9). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად შემსწავლელი სულიერად წინ არ მიიწევს? (მათ. 13:19—22). ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი ძებნა, ვინც გამოეხმაურება სასიხარულო ცნობას (მათ. 13:23; საქ. 13:48).
უყურე ვიდეოს „კვლავაც დაუღალავად იქადაგეთ — საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და როცა მოწაფეებს ამზადებთ“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
როგორ მორწყეს სოლომონმა და მერიმ ჭეშმარიტების მარცვალი, რომელიც ეზეკიელისა და აბიგაილის გულში ჩაითესა?
-
რა მიზანი უნდა გვქონდეს მსახურების ნებისმიერ სფეროში მონაწილეობის დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებისას?
-
როგორ შეგვიძლია მეტად ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ სხვებს ჭეშმარიტება ვასწავლოთ?