იეჰოვა ერთგულია
ზოგჯერ შეიძლება იეჰოვამ განსაცდელი მოგვაშოროს. მაგრამ უმეტესწილად ის გამოსავალს გვაძლევს ანუ ყველანაირად მხარში გვიდგას, რომ განსაცდელის ატანა შევძლოთ.
-
თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და სულიერი საზრდოს მეშვეობით ის გვეხმარება, შევინარჩუნოთ საღი აზროვნება, გვამხნევებს და შინაგან სიმშვიდეს გვაძლევს (მათ. 24:45; იოან. 14:16; რომ. 15:4).
-
შეიძლება იეჰოვამ წმინდა სულის მეშვეობით გაგვახსენოს ბიბლიური მონაკვეთები და პრინციპები, რათა ბრძნულად მოვიქცეთ (იოან. 14:26).
-
ის შეიძლება ანგელოზების მეშვეობით დაგვეხმაროს (ებრ. 1:14).
-
შეიძლება თანამორწმუნეების მეშვეობით ამოგვიდგეს მხარში (კოლ. 4:11).